შსს-მ ყაჩაღური დაჯგუფება დააკავა

შსს-მ ყაჩაღური დაჯგუფება დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზეთბილისსა და წალკაში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს ყაჩაღური დაჯგუფების სამი წევრი: 1983 წელს დაბადებული რამაზ გ, 1978 წელს დაბადებული დავით გ. და 1983 წელს დაბადებული რივერა ბ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2004 წლის 6 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში, ნოდარ გეწაძის ოჯახზე შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს.

თავდასხმის დროს ოჯახის წევრებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. თავდამსხმელებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახლიდან დიდი ოდენობით ოქრო და ფული გაიტაცეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).