შსს წარმომადგენლები და დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები გორისა და ქარელის მოსახლეობას შეხვდნენ

შსს წარმომადგენლები და დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები გორისა და ქარელის მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად გორისა და ქარელის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას შსს–ს მხრიდან საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივების მიერ სასოფლო–სამეურნეო სავარგულების უსაფრთხოდ დამუშავებას შეეხო.

შეხვედრაზე დროებითი კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს.