თავდაცვის სამინისტროში საჯარო კონკურსი ცხადდება

თავდაცვის სამინისტროში საჯარო კონკურსი ცხადდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო კონკურსი ცხადდება. ამჯერად, ვაკანტური ადგილები ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტში 8 პოზიციაზეა. განაცხადები მიიღება 2013 წლის 9 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ტესტირებაა, რომლის ჩატარებასაც ს.ს.ი.პ. „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ უზრუნველყოფს და შედეგებს ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს. კონკურსის შემდეგ ეტაპზე - გასაუბრებაზე თითოეულ პოზიციაზე 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატები გადავლენ, რომლებიც ტესტის 60%-ს გადალახავენ.

გამჭვირვალობის მიზნით, საჯარო კონკურსის გასაუბრებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებთან ერთად არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება; ხდება ვიდეო გადაღებაც.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, საუკეთესო 10 კანდიდატს შორის გამარჯვებულის ვერ გამოვლენის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, მომდევნო 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატი დაუშვას, რომელიც ტესტის 50%-ს გადალახავს.

კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბანერში - ვაკანსიები