„არსებობს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის გადახედვის მცდელობა, ეს არის მტკივნეული პროცესი, ახალი მსოფლიო წესრგის ფორმირების კუთხით“

„არსებობს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის გადახედვის მცდელობა, ეს არის მტკივნეული პროცესი, ახალი მსოფლიო წესრგის ფორმირების კუთხით“

ახლო აღმოსავლეთში ვითარება იძაბება. ალეპოს და დამასკოს აეროპორტების მუშაობა შეჩერებულია, რადგან ისრაელი აგრძელებს საჰაერო იერიშს სირიისა და დამასკოს აეროპორტზე. გარდა ამისა, თურქეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქურთების პოზიციებზე ალეპოს ჩრდილოეთში. ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართო სამხედრო კამპანიისთვის ემზადება, ხოლო ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ყველა ისლამურ და არაბულ ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა, მისი თქმით, პალესტინის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ისრაელის სისასტიკეს ბოლო მოეღოს.

„ისლამური რესპუბლიკა ცდილობს დაამყაროს ასეთი კოორდინაცია, რაც შეიძლება მალე, ისლამური ქვეყნების მეთაურებთან კონტაქტის გზით. სიონისტებმა, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ღაზას სრული ბლოკადა განახორციელეს და შეუწყვიტეს წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება ამ რეგიონის ჩაგრულ ხალხს, მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა თვითგამოცხადებული დამცველები ცდილობენ მჩაგვრელისა და ჩაგრულის პირიქით წარმოდგენას თავიანთი ორმაგი სტანდარტებით, რაც სიონისტურ რეჟიმს თავდაჯერებას მატებს და პალესტინელების გენოციდის გაგრძელებას იწვევს“, - აღნიშნა ებრაჰიმ რაისმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასი“ ისლამური სახელმწიფოა და როგორც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურეს, ისევე განადგურდება და „ჰამასსაც“ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“ - „ჰამასთან“ ურთიერთობა ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს. არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და ისინი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა დასანქცირდენენ“, - განაცხადა ისრაელის ლიდერმა.

ვითარება რთულია და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში. ანალიტიკოსების შეფასებით, როდესაც იწყება გლობალური უსაფრთხოების სისტემების რღვევა, ამას მოჰყვება თავისი მძიმე შედეგები. შესაბამისად, არ არის გამოროცხული გაჩნდეს რამდენიმე ცხელი რეგიონი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ისრაელი საკმაოდ გონივრულად იყენებს იმ ფაქტს, რაც მისი სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელდა. მისი თქმით, ასეთი კონფლიქტები აჩვენებს, რომ არც კონფლიქტის ინსპირირება და არც კონფლიქტის განგძობადობა, ზოგადად, არ ხორციელდება გარკვეული ალიანსების გარეშე.

„ჩვენ ვაკვირდებით არა მარტო სტრატეგიული პარტნიორობის ქვეშ გაერთიანებას, არამედ აქ არის უკვე რელიგიური ნიშნით სახელმწიფოთა გაერთიანება და ვფიქრობ, ისეთი არასწორი გათვლების შემთხვევაში, რომელიც გლობალური უსაფრთხოებისათვის აუცილებელია, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან ბევრი სხვა კონფლიქტის კერა. ჩვენ შეიძლება მივიღოთ კვლავ ტერორისტული აქტივობები, რომელსაც არც თუ დიდი ხნის წინ ჰქონდა ადგილი და მისი სამიზნე იყო ევროპული სახელწმიფოები. დღეს შეიძლება ეს მასშტაბი საკმაოდ გაიზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვული სხვა სახის ქმედებები მართებს ისეთ სახელმწიფოებს რომლებიც დომინირებენ საერთაშორისო ასპარეზზე“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, მოვლენათა ასეთი მხრივ განვითრება კიდევ უფრო გაამძაფრებს არა მარტო კონფლიქტის ხასიათს, არამედ წარმოშობს ახალ-ახალ კონფლიქტურ რეგიონებს იმისათვის, რათა სახელწმიფოებმა მიაღწიონ თავიანთ მიზანს. როგორც კუხალაშვილი აცხადებს, საქართველოში ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, რაც გარკვეული სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესებში ჯდება.

„ახალი არაფერია. ვფიქრობ და ჩვენი ყოველდღიურობა გვიჩვენებს იმას, რომ გარკვეული სახელმწიფოებისა და მათი მომხრეების მხრიდან არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მაღალი თუ დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს. ნებისმიერ ჟესტიკულაციას და პროპაგანდისტულ აქციას, რომელიც უკავშირდება კონფლიქტს, შესაძლებელია მოჰყვეს გართულება და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიმართულებით ვართ მოწყვლადი ქვეყანა. ვსაუბრობ ტერორიზმთან მიმართებაში.

თუ ომი იქნება განგრძნობადი და ქვეით ომებს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ იმ პირთა ჯგუფებზე, რომლებიც მიდრეკლი არიან ასეთ საომარ კონფლიქტებში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით.

შესაძლებელია ისევ აღდგეს გადაბირების პროცესი როგორც ერთი, ისე მეორე მრიდან. საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით, რაც ჩვენ გვქონდა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს. ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, რომ არ დაიწყოს გადინების პროცესი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

რაც შეეხება გადაბირების პროცესს და შესაძლებელია თუ არა მოწყვლადი რეგიონი ისევ გახდეს პანკისის ხეობა და ამოქმედდეს გადაბირების მეთოდი, პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი თამარ კიკნაძე თვლის, რომ ამ კონფლიქტისადმი საქართველო ყურადღებით უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეები სად მიდიან, რა მოძრაობებია და რა საფრთხეები შეიძლება იყოს.

„ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის იმაზე, რომ შესაძლებელია ისევ დაიწყოს გადაბირების პროცესი. მე ამ საკითხს უფრო გლობალურად ვუყურებ და არა მგონია დასჭირდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იმიტომ, რომ ეს არის მსოფლიო წესრიგის ფორმირების თანმდევი პროცესი და ის „ჰამასის“ შეტევაც არ მგონია, რომ მხოლოდ ლოკალური ომი იყოს. აქ დიდი მოთამაშეები არიან ჩართული და ის ოფიციალური განცხადებები, რაც გვესმის, შეიძლება რაც ზედაპირზე ჩანს, ისე არ იყოს, რადგან პოლიტიკა რთული ფენონმენია.

თუ დავაკვირდებით, ისრაელი ჯერ შიგნიდან შეარყიეს, რამდენი თვეა იქ გამოსვლებია, ჯერ შიგნიდან უქმნიდნენ პრობლემებს, ახლა გარედან დაარტყეს. მე მაქვს ინფორმაცია ძალიან ავტორიტეტული ადამიანების მხრიდან, რომ შეიძლება ისრაელის სახელმწიფოს არსებობის საფრთხე დაუდგესო. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გლობალური პროცესი. არსებობს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის გადახედვის მცდელობა. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი ამ ახალი მსოფლიო წესრგის ფორმირების კუთხით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.