სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე

სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე

საქართველოში პოლიტიკური ვითარება იძაბება. სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. პროცესების რადიკალიზაციისთვის ოთარ ფარცხალაძის სანქციების თემა ოპოზიციას გარედან მისცეს. ვითარება იმდენად რთულია, რომ ოპოზიციამ და კერძოდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა: ჩვენს უკან დგას სამშობლო, ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დამიხევია და სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს“. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან და იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს ტესტავენ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ე.წ. „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს.

რადიკალიზაციის ამ პროცესში ჩართულია აშშ-ის საელჩო. როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის მომავალი ელჩი, რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში, რომელსაც ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან, რომლებიც უკრაინაში „გლობალური ომის პარტიის“ დავალებების მთავარი აღმსრულებლები არიან.

„ახალი ელჩისა და მისი მოადგილის ბიოგრაფიები მიგვანიშნებს, ორივე მათგანი ვიქტორია ნულანდის კადრია, ნულანდი კი ის ქალბატონია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში „გლობალური ომის პარტიის“ ხაზის მთავარი გამტარებელია და სისხლიანი ომებისა და რევოლუციების მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა. ის გახლდათ უკრაინული „მაიდნის“ სულისჩამდგმელიც. თავის დროზე, ნულანდი იყო სააკაშვილის ყველაზე აქტიური ლობისტი, რომელსაც, როგორც ჩანს, 2008 წლის ომის გამო განსაკუთრებულად ემადლიერებოდა.

თავად მომავალი ელჩი, რობინ დანიგანი უშუალოდ იყო ჩართული „მაიდნის“ რევოლუციის ორგანიზებაში. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებს როგორც ნულანდთან, ისე ერმაკთან და არახამიასთან, რომლებიც უკრაინაში „გლობალური ომის პარტიის“ დავალებების მთავარი აღმსრულებლები არიან. რაც შეეხება ელჩის მოადგილეს, ალან პარსელს, ის „მაიდნის“ დროს ამერიკის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და აშკარაა, რომ საქართველოში ისიც სწორედ მისი რევოლუციური გამოცდილების გამო გამოუშვეს“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

აგენტების შესახებ კანონის ჩავარდნის მიუხედავად, საქართველოში ძალაში რჩება რევოლუციური სცენარი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ერთი რამე ცხადი იყო, რომ ყოფილი ხელისუფლება უფრო ადვილად პოულობდა საერთოს „დემოკრატებთან“ ამერიკაში, ვიდრე „რესპუბლიკელებთან“, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უფრო ვინც დაუჭირა მხარი და ლომის წილი შეასრულა სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში, იყო რესპუბლიკელი ბუში.

„ამიტომ, რაღაცა წინააღმდეგობრივი სურათი არის ეს ჩემთვის, თუ რა თამაში მიმდინარეობს ამერიკის მხრიდან. ის, რომ ამერიკელებს შეიძება ჰქონდეთ სურვილი შეცვალონ საქართველოში და სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლება, ეს ადვილი წამოსადგენია, მაგრამ თვითონ ამერიკული მოტივი რა არის, ამაზე ლაპარაკი ცოტა მიჭრს. ამიტომ ბევრი სხვადასხვა დაშვების გაკეთება მოგვიწევს მე და თქვენ და ამდენი დაშვების უფლება არ გვაქვს. დაშვება ხომ ის არის, რისი არგუმენტიც არ გაგაჩნია და სერიოზული ბრალდებები მწიფდება ამ მიმართულებით და უარგუმენტოდ ლაპარაკი ძნელი იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ მანამ, სანამ უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის აქტიური აგრესია, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ვერ დაწყნარდება, უწინარესად „გლობალური ომის“ პარტიის წარმომადგენლების აქტიურობით. მისი თქმით, ეს დადასტურდა არაერთხელ ისევე მათი განცხადებებით, იქნებოდა ეს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, თუ ცალკეული ევროპარლამენტარი.

„მაგრამ, როგორც დეგნანის გეგმა ჩავარდა, ასევე ომის წაქეზება საქართველოში, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ხალხი ეწინააღმდეგება. არ აქვს მნიშვნელობა რა განცხადებები შეიძლება გავიგოთ დასავლეთიდან, რა ფულიც არ უნდა ჩაიდოს რადიკალური ნაცოპოზიციის გეგმებისთვის, ფაქტია, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობის მხარეზეა. პრაგმატულად და საღად აზროვნებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, განხვავებით ნაცრევანშისტებისგან, რომლებსაც ყოველთვის ნებისმიერი საბაბით სურთ, რომ ააყირავონ ქვეყანაში ვითრება. არ აქვს მნიშვნელობა უკრაინის თემა იქნება, ყარაბაღის თემა, თუ სხვა საკითხები. ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ნაცრადიკალებს სურთ ნებისმიერი მიზეზი, საბაბი გამოიყენონ, რომ ქვეყანაში არიონ სიტუაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

 

ლაზი დღეს რევოლუციისა და ომის თავიდან არიდება, სახემწიფოებრივი ამოცანაა. ახლა წყალი ძალიან ამღვრეულია და შინაურიც და გარეულიც ცდილობს ამით ისარგებლოს. მთავარია, მთავრობა პროვოკაციას არ წამოეგოს. თუ გონიერება და გამძლეობა არ ეყოფათ, უპატიებელ კვალს დატოვებენ საქართველოს ისტორიაში.
9 თვის უკან
trampi ესენი ლენჩები არიან, ლენჩები ........ მაგრამ უბედურება ისააა რომ ისინი---- საშინელება და კატასტროფააა!!!!!!!



ჩვენი ,,მეგობრი ,, ამერიკა --კოლუმბის თამადობით დავენაცვლე ყველას მათ
ვააა .....................................როგორ ყველაფერი უკვე ხელისგულზე დევს და არაფერი აღარააა გასაშიფრი..............ვისი ვისსაშია ყველაფერი დიდი ლუპით ჩანს
მეგობარი--------------------მტერს და ავსს ამგისთანა მეგობარი
,,რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდა,, ---სასაცილო არააა? რუსეთს კი არა ამ კეთილმოტყნულებს ჩამოუვარდათ ნიღაბი, ამათ, თორემ რუსეთს ისედაც მოხარშულს იცნობს ქართველი...რუსეთი რომ მტერია ეგ დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ესენი რომ მეგობრები გვეგონენ??

ნიღაბი.............მეგობარი................. როგორ ყველაფერრს აზრი დაუკარგეს ამ ჩათლახებმა


ბიძინა გიორგობიანი:
ოპოზიცია დადის ქვეყნის გარეთ პოლიტიკურ პატრონთან და ეუბნება მათ, მოგვეხმარეთ გარედან, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ

ზუსტია!!


ამათ პატრონებს ომი უნდათ ომი ..........იმათთვის მთავარია მათ დაკრულზე იცეკვოს აქაურმა ხელკისუფლებამ და ხელისუფლებაში ვის მოიყვანენ ნაცებს თუ ალ-ქაიდას, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ....... ნაცებისთვის მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ, რომ ხალხის სისხლის სმა გაააგრძელონ....დანარჩენი ,,დელო ტეხნიკი
,,...ომი იქნებააა------------ კი ბატოონო პაჟალუსტა ....... ოღონდ მერე თვითონ ნაცები წითელი ხიდით და ლარსის გზით აქედან აახვევენ ... თვითონ სწორედაც რომ რუსეთში გაიქცევიან--- ხოშტერია ჩაუწობს საქმეებს, ყველას მიიღებენ რუსეთში
საწყალ ხალხს კი ომში გაწყვეტენ,..

ვაააა მტერი და ესეთი დაუძინებელიიი??
9 თვის უკან