"ზვიადაურს უნდა რაიონი მართოს ფეოდალივით და რა უაზრობასაც იტყვის, ყველა თავს უქნევს. მე თავს არაფერზე ვუქნევდი... ჩემი გადაყენება იყო უკანონობა, მაგრამ საჩივლელი არაფერია, როდის იყო ადამიანს უჩიოდნენ სულელი რატომ ხარო?" - ზაქარია ქინქლაძე
"ახმეტის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს, "რესპუბლიკელ" ზაქარია ქინქლაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 22 დეპუტატიდან თავმჯდომარის გადაყენებას მხარი 16-მა დაუჭირა. საკრებულოს წევრების თქმით, თავმჯდომარის იმპიჩმენტი მათსა და ქინქლაძეს შორის შეუთავსებელმა მუშაობამ გამოიწვია. ქინქლაძე კი აცხადებს, რომ ამ ყველაფრის უკან ახმეტის მაჟორიტარი ზურაბ ზვიადაური დგას. საკრებულომ ახალი თავმჯდომარე, ყოფილი "ნაციონალი" დავით იმერლიშვილი უკვე აირჩია. "ალია" ახმეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ზაქარია ქინქლაძეს დაუკავშირდა, შემდეგ მისი ბრალდებების ადრესატს, ზურაბ ზვიადაურსაც დაუკავშირდა - როგორც კი ვუთხარით, რომ "ალიადან" კომენტარზე ვურეკავდით, ყურმილი მაშინვე გათიშა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურითზურაბ ზვიადაურს "ნაციონალების" "გაპრავებაში" ადანაშაულებენ.
"4-ჯერ დააყენეს ჩემი იმპიჩმენტის საკითხი - ოთხივე განცხადებაში ამბობენ, რომ საკითხის დაყენებას მიზეზი არ აქვს. პირდაპირ მივმართე დეპუტატებს საჯაროდ, ერთმა მაინც მითხარით საპრეტენზიო სიტყვა-მეთქი და ხმა არავის ამოუღია. ჩემს გარდა საკრებულოში 24 დეპუტატია და ერთი არგუმენტიც კი არ წარმოუდგენიათ, რის გამოც სურდათ ჩემი გადაყენება. რამეში ხომ შეიძლებოდა რამე ბრალი დაედოთ? იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სჭირდებოდა 9 ხმა, ხოლო გადარჩევას - 13. ის 9 წევრი სხდომაზე საერთოდ არ მოვიდა. ზვიადაური არ საუბრობს ღიად, მხოლოდ საკრებულოს ალაპარაკებს. მას უნდა რაიონი მართოს ფეოდალივით და რა უაზრობასაც იტყვის, ყველა თავს უქნევს. ამიტომ აწუხებდა ჩემი ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე - მე თავს არაფერზე ვუქნევდი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქინქლაძე.
"რაც შეეხება თავმჯდომარედ ყოფილი "ნაციონალის" არჩევას - ის ხალხი, ვინც არჩევნების შემდეგ "ნაციონალებს" გამოეყვნენ და ხმამაღლა განაცხადეს გამიჯვნა "ნაცებისგან", ახლაც მე მიჭერდნენ მხარს. ჩემს საწინააღმდეგოდ დადგნენ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე და ყველა მოქმედი "ნაციონალი", რომელთაც საჯაროდ არასდროს დაუფიქსირებიათ "ნაციონალებისგან გამიჯვნა... მე ვიყავი იქ ერთადერთი ოპოზიციონერი - სხვა ყველა ყოფილი ან მოქმედი "ნაციონალია"... "ქართულ ოცნებაში" გადასული "ნაციონალის" მე არ მწამს, ამიტომ მიმაჩნია, რომ 24-ვე დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, მეტი არავინ იყო და ვის აირჩევდნენ?" - დასძენს რესპონდენტი.
"ზვიადაური აზრზე არ არის, რას აკეთებს, თუმცა შედეგად ეგრე გამოდის. რომ "აპრავებს". ადგილზე შეინიშნება "ნაციონალების" გამოცოცხლება, უფრო თამამად მოქმედებენ, მოძრაობენ, ხმა ამოიღეს. არ ვიცი, მოსახლეობამ რა იცის და რას ფიქრობს. ზვიადაურს უნდა, ყველა ადგილობრივი სტრუქტურა მას ემორჩილებოდეს და მისგან იღებდეს ყოვლდღიურ დირექტივებს. ზვიადაურმა სრული კარტბლანში მისცა "ნაციონალებს" ახმეტაში და ისინიც ყველაფერს უსრულებენ", - "რაც შეეხება თავმჯდომარედ ყოფილი "ნაციონალის" არჩევას - ის ხალხი, ვინც არჩევნების შემდეგ "ნაციონალებს" გამოეყვნენ და ხმამაღლა განაცხადეს გამიჯვნა "ნაცებისგან", ახლაც მე მიჭერდნენ მხარს. ჩემს საწინააღმდეგოდ დადგნენ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე და ყველა მოქმედი "ნაციონალი", რომელთაც საჯაროდ არასდროს დაუფიქსირებიათ "ნაციონალებისგან გამიჯვნა... მე ვიყავი იქ ერთადერთი ოპოზიციონერი - სხვა ყველა ყოფილი ან მოქმედი "ნაციონალია"... "ქართულ ოცნებაში" გადასული "ნაციონალის" მე არ მწამს, ამიტომ მიმაჩნია, რომ 24-ვე დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, მეტი არავინ იყო და ვის აირჩევდნენ?" - დასძენს რესპონდენტი.
"ზვიადაური აზრზე არ არის, რას აკეთებს, თუმცა შედეგად ეგრე გამოდის. რომ "აპრავებს". ადგილზე შეინიშნება "ნაციონალების" გამოცოცხლება, უფრო თამამად მოქმედებენ, მოძრაობენ, ხმა ამოიღეს. არ ვიცი, მოსახლეობამ რა იცის და რას ფიქრობს. ზვიადაურს უნდა, ყველა ადგილობრივი სტრუქტურა მას ემორჩილებოდეს და მისგან იღებდეს ყოველდღიურ დირექტივებს. ზვიადაურმა სრული კარტბლანში მისცა "ნაციონალებს" ახმეტაში და ისინიც ყველაფერს უსრულებენ", - აცხადებს ზაქარია ქინქლაძე და შეკითხვას - "ახლა რას აპირებთ, ამბობთ უკანონოდ გადამაყენესო და შეარჩენთ?" - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ჩემი გადაყენება იყო უკანონობა, მაგრამ საჩივლელი არაფერია, როდის იყო ადამიანს უჩიოდნენ სულელი რატომ ხარო?"