თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძეს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. მას ბრალად ედება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა.
ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც არ გადაუხდია.