აი, რატომ არ იკლებს წყლის ტარიფი! - "თბილისის წყალი" არის მაფიოზური სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელებიც ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან"
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" (იგივე "თბილისის წყალი") სააკაშვილისა და უგულავას წყალობით ათეულობით მილიონი დოლარის სახელმწიფო ქონება ჩაიგდო ხელში საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად. არაერთი ძვირადღირებული ობიექტი კი სულაც საჩუქრად გადასცა ამ კომპანიას საქართველოს პრეზიდენტმა. "თბილისის წყალზე", როგორც "ნაცმოძრაობის" კუთვნილ კომპანიაზე კონტროლს თბილისი მერი გიგი უგულავა ახორციელებს და მის თანამშრომლებს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლა სულაც არ უგრძვნიათ. "ქრონიკას" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მოქმედ თანამშორელთა ჯგუფი დაუკავშირდა და და კომპანიისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა. მათ ვინაობას არ ვამხელთ, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, მათ "ქრონიკასთან" დაკავშირებას არ აპატიებენ და სამსახურიდან დათხოვნასაც არ დასჯერდებიან და შესაძლოა რამე შარიც კი აუტეხონ... - წერს გაზეთი"ქრონიკა" სტატიაში სათაურით აი, რატომ არ იკლებს წყლის ტარიფი! / "ცოტაც და ბიძინა ივანიშვილის გუნდს მართლაც შეუძახებენ - როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლით გაგვახარეთო.
"ეს კომპანია არის მაფიოზური სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელებიც ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან, მილიონობით დოლარს იხვეჭენ ყოველწლიურად. გვეგონა, რომ ხელისუფლების შეცვლა ჩვენც შეგვეხებოდა, სამწუხაროდ, კი შეგვეხო, მაგრამ ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე აქამდე იყო. მართვისა და თანამშრომლებთან მოპყრობის მეთოდებიც ისეთივე აქვთ, როგორც მაფიოზურ სტრუქტურას შეეფერება და არა ისეთი, როგორც ბიზნეს-კომპანიას შეჰფერის. "თბილისის წყალშიც" და მის დაქვემდებარებულ შპს-ებშიც ხალხი თავს ისე გრძნობს, როგორც საკონცენტრაციო ბანაკებში, ოღონდ ადამიანებს მონური შრომის ფასად მცირე თანხას მაინც უხდიან. ჩვენთვის ისევ "ნაციონალები არიან" ხელისუფლებაში", აცხადებენ კომპანიის თანაშრომლები. მათი თქმით, ამ შპს-ების დირექტორები 20-30 ჯერ მეტ ხელფასს იღებენ, ვიდრე რიგითი თანამშრომლები - აქ არ იგულისხმება "თბილისი წყლის" მესვეურთა ხელფასები და პრემიები, რომლებიც ასტრონომიულ თანხებს უტოლდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"მოგეხსენებათ, კომპანიასა და მის ქვემდებარე სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე "ნაცმოძრაობის" ერთგული კადრები მუშაობენ. აქ პარტიული ნიშნით თანამშრომელთა დისკრედიტაცია ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, წელს მარტში ერთი თვის ხელფასი პრემიის სახით მხოლოდ იმ თანამშრომლებს ერგოთ, რომელნიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად ითვლებიან. ანალოგიურად ხდებოდა წინა წლებშიც, როცა პრემიებს უმთავრესად ერთი და იგივე ხალხი იღებდა - "ამის საწინააღმდეგო არგუმენტი თუ აქვთ "თბილისის წყლის" ხელმძღვანელებს, მაშინ წარმოადგინონ ბოლო წლებში გაცემული პრემიების სრული სია, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან პრემიები ერთსა და იმავე ხალხზეა გაცემული - აცხადებენ თანამშრომლები, მათი ინფორმაციით პრემიების გაცემას საშემოდგომოდაც აპირებენ - ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხალხში წინასწარ გაუვრცელებიათ ხმა, რომ პრემიებს მხოლოდ ის თანამშრომლები მიიღებენ, ვინ არჩევნებში დავით ბაქრაძეს დაუჭერს მხარსო", - განაგრძობს გამოცემა.
"თანამშრომელთა ის ნაწილი, ვინც "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია, წლების მანძილზე ამ პარტიის აქტივისტისა თუ კოორდინატორის ფუნქციასაც ითავსებდა და ასეთ აქციებზე ხალხის შეკრება-წაყვანით იყო დაკავებული. წინასაარჩევნო პერიოდებში ამ ადამიანთა დატვირთვა იზრდებოდა და ზოგიერთები კვირეები არ დადიოდნენ სამსახურში. ამ ადამიანებს ხელფასს ხომ უხდიდნენ, პრემიებსაც უწერდნენ. ვიჩაგრებოდით მაშინ და მართლა გვჯეროდა, რომ თუ ცოტას გავუძლებდით, "ნაციონალების" მოგვშორდებოდნენ და ამოვისუნთავდით. ადრე ის იმედი გვქონდა და ვახერხებდით ყველაფრის ატანას. აგერ 10 თვეა, ეს ხელისუფლებაა და სასიკეთო ცვლილებების არაფერი გვეტყობა", - განუცხადეს თანამშრომლებმა "ქრონიკას", - დასძენს გამოცემა.
"ახლა ვნახოთ, `არარიგითი~ თანამშრომლები როგორც ცხოვრობენ - მომჩივანი თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იორგ მატიასმა, ვიდრე პოსტს დატოვებდა პრემიის სახით 1 მილიონი ლარი გამოიწერა - ეტყობა წელს ბიძინასი "მოერიდა", მაგრამ შარშან რეკორდი მოუხსნია - საკუთარ თავს 1 მილიონ 300 ათასი ლარი მისცა პრემიად. კომპანიის სხვა ხელმძღვანელებიც ათეულ ათასობით ლარს იღებენ პრემიად და ხელფასებიც "ევროპული" აქვთ. ცხადია, მათი პრემია-ხელფასებიც და იორგ მატიასის მილიონებიც წყლის ტარიფში აისახება და მათი კომფორტული ცხოვრების ფულს რიგითი მოქალაქეები ვიხდით საკუთარი ჯიბიდან . ჰო, მატიასს თვეში 20 000 ევრო ჰქონია ხელფასი - მისი კარგი ცხოვრებისთვის ვიკლავდით თურმე თავს. იორგ მატიასამდე "თბილისის წყლის" შეფი იური ლესი იყო. მაღალი ხელფასითა და პრემიებით ისიც განებივრებული გახლდათ, მაგრამ კომპანიის თანამშრომლები ახლაც ხალისით იხსენებენ ლესის პირველ პრემიას..." - წერს სტატიის ავტორი.
"2010 წელს ლესი ახალი დანიშნული იყო გენერალურ დირექტორად, წლის ბოლოს 450 000 ლარი აიღო პრემიად. ისე მოხდა, რომ იმ დღეებში უგულავასა და ლესს სააკაშვილთან შეხვედრამ მოუწიათ. ავლაბრის რეზიდენციაში ღამით მისულან, პრეზიდენტი კი ცოტა შეზარხოშებული დახვდათ. სააკაშვილი "თბილისის წყლისა" და ახალი დირექტორის საქმიანობით დაინტერესებულა. გიგის უთქვამს - ლესი საქმეს ჩინებულად უძღვებაო და დასტურად ის მოუშველებია, რომ კარგი მუშაობისთვის ლესს პრემიის სახით 450 000 ლარი მივეცითო. ამის შემდეგ სააკაშვილს რამდენიმე პროექტი გახსენებია, რომელიც ამ დროისთვის კომპანიას უკვე განხორციელებული უნდა ჰქონოდა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი პროექტი არ იყო დასრულებული და ამაში დამნაშავე, ცხადია, ლესი იყო. მთვრალი მიშა წყობიდან გამოსულა, ლესისთვის რუსულად სულ დედ-მამის სული უგინებია - "შენ მართლა ხომ არ გგონია, დამოუკიდებელი კომპანიის დირექტორი ხარ, "თბილისის წყალი" "ნაცმოძრაობის" კომპანიაა და ჩათვალე, ხელფასს ჩვენი "ობშიაკიდან" იღებ, შე ნაბიჭვაროო!". ლესს ეგონა ამით დასრულდა ყველაფერი და ჯანდაბას, პრეზიდენტია ამის უშვერ გინებას ავიტანო, მაგრამ სააკაშვილი არ გაჩერებულა, მაგიდიდან ვისკის ბოთლი აუღია და გაუქანებია, ლესს აუცილებია. მერე მიშა წამომხტარა და სახეში მუშტები დაუშენია "თბილისი წყალის" დირექტორისთვის. ლესი წაქცეულა, მიშა კი წიხლით შესდგომია. უგულავას შველა უცდია, მაგრამ მიშას დაუღრიალებია, თავი დამანებე, თორემ შენც ზედ მიგაყოლებო. ბოლოს უგულავას პრეზიდენტის დაცვის წევრები მიუხმია და მათ ძლივს გააგდებინეს პრეზიდენტს ერთიანად დასისხლიანებული და მომჩვარული იური ლესის სხეული..." - დასძენს სტატიის ავტორი.