შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდება თურქ კოლეგას, თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერს. შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ უწყებებს შორის პოლიციის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორ მეჰმეტ კილიჩლარს. შს მინისტრი ასევე ეწვევა თურეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და გაეცნობა მის სასწავლო პროცესს.

საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი 29 აგვისტოს დასრულდება.