რას ამბობენ ივანიშვილზე რუსი პოლიტიკოსები?

რას ამბობენ ივანიშვილზე რუსი პოლიტიკოსები?

"სხვათა შორის, რუსეთთან სიტუაციას დღევანდელი გადმოსახედიდან ვერც ბიძინა ივანიშვილი დაალაგებს, მან თვითონ აირჩია პროდასავლური მიმართულება. არადა, მას უფრო მეტი შესაძლებლობები და ურთიერთობები აქვს ქვეყნის გარეთ, ვიდრე იგივე ნუნო ბურჯანაძეს და მით უმეტეს კახა კუკავას. თუ ეს ადამიანები არ დაიჭერენ წმინდა რუსულ მიმართუყლებას, მათ არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ კრემლიდან. გიორგი შენგელაიამ ისიც თქვა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ ევრაზიულ კავშირშიო. ამ კავშირზე ნინო ბურჯანაძეს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ასევეა კახა კუკავაც. ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ, ვინ მიდის რუსეთისკენ და ვინ მიდის დასავლეთისკენ", - აცხადებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას ამბობენ ივანიშვილზე რუსი პოლიტიკოსები?

"დღეს ერთკაციანი პარტიები რომ არსებობს საქართველოში, იმათზე არაფერს ვამბობ, ჯერ ოფიციალურად არ გამომიცხადებია, მაგრამ ასეთი პარტია მეც მაქვს. მე არ მინდა ვიყო დამარცხებული პარტიის ხელმძღვანელი, ჩვენ ვფიქრობდით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ ჯერ მზად არ ვართ, ამიტომ ჩვენი აქტიურობა ჯერ ნაადრევი იქნება, მოვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს პოლიტიკაში ძალიან დიდი თანხებია საჭირო. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, საჭირო თანხების ოდენობა უფრო გაიზარდა. თუ ჩვენს ფულს კანონიერად არ მოვიპოვებთ, მაშინ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ არ ვაპირებთ. ძალიან მონოტონურად ვმუშაობთ დღეს ქართულ დიასპორასთან მოსკოვში, როემლსაც ფინანსური საშუალებები აქვს, ყველა ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების ჩამთავრებას და შემდეგომ ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია.

"რაღაც პერიოდის განმავლობაში კუკავა და ბურჯანაძე რუსეთის რუსეთისკენ მკაფიო ნაბიჯებს დგამდნენ, მაგრამ შემდგომში გაჩერდნენ. თუ ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან, მათ პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, ცოტა ხანში ისინინ თავიანთ ადგილს ვეღარ იპოვიან ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, იდეური თვალსაზრისით საქართველოში პრორუსულ ძალებს ვერ ვხედავ. ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე ვეღარ გადადგამს მეტ ნაბიჯს რუსეთისკენ, რადგან ის თავიდანვე პროდასავლურ ძალებთან ერთად მოვიდა. ახლა ის მკვეთრად ვერარ შემობრუნდება, ეს გამოიწვევს კოალიციის სწრაფ დაშლას და უმრავლესობაში აღმოჩნდებიან "ნაციონალები", რაც უკვე დიდი ღალატის ტოლფასი იქნება. ამიტომ ვამბობ - ელემენტარულადაც აღარ შეიძლება უკვე ივანიშვილმა რაღაც შეცვალოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სააკაშვილი რომ ყვირის, ხელისუფლებაში პუტინის მიმდევრების მოვიდნენო, ეს არის იაფფასიანი ზღაპრები. ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას რუსეთში გაცილებით იაფად ყიდის, ვიდრე რეალურად ღირს. არავიტარი 2 მილიარდი მისთვის პუტინს არ მიუცია, ეს არის მტკნარი სიცრუე. რუსეთში ბევრად დემოკრატიული სიტუაციაა ბიზნესის მხრივ, ვიდრე საქართველოში იყო - ხელისუფლების გარეშე ვერაფერს რომ ვერ გააკეთებდი. არიან არარუსული წარმოშობის ბიზნესმენებინ და მათ არავინ ავიწროვებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გააქტიურებამ მოსკოვში ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია. მე ვდილობდი გამერკვია, ჩაერთვებოდა თუ არარ ბიძინა პოლიტიკაში, წინა წლებში ყველა გზა მოვსინჯე, მაგრამ პასუხი ყოველთვის იყო ერთნაირი - ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა - აი, ეს იყო რუსების პასუხი - ვგულისხმობ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. მე ადრეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილის დამარცხება მხოლოდ მას შეეძლო - მე გეუბნებით ძალიან კულუარულ ინფორმაციას", - ამბობს ვალერი ხაბურძანია.

"შევარდნაძის პერიოდში მე ვიყავი ერთადერთი ცოცხალი მინისტრი, რომელიც ბიძინას შეხვდა. შევარდნაძეს ჰქონდა ერთგვარი აკრძალვა - ივანიშვილს არავის ახვედრებდა, ამის საშუალებას არავის აძლევდა. ივანიშვილი ამით სარგებლობდა და საერთოდ არავის ხვდებოდა. მე აბსოლუტურად სხვა ხაზით, მოსკოველი მეგობრების საშუალებით მოვახერხე მასტან შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად, მისთვის არაფერი მითხოვია და მაშინ დავრწმუნდი, რომ პოლიტიკაში ჩარევას საერთოდ არ აპირებდა. მაშინ ჭორვილაში სახლს აშენებდა და უნდოდა იქ გადასულიყო საცხოვრებლად. რაღაც არაორდინარული შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე. შევარდნაძეს სიხარულით არ მიუღია ჩვენი შეხვედრის ამბავი. ედუარდს მონოპოლიზებული ჰქონდა ივანიშვილთან კონტაქტები. ამ კონტაქტებს თვითონ ნორმალურად ვერ იყენებდა. როგორც სააკაშვილმა მოიხმარა სახელმწიფოს მშენებლობაში, ამ კუთხით მაინც შეიძლებოდა გამოყენება, თუნდაც საგადასახადო სისტემემას ააწყობინებდა, თუნდაც ჩინოვნიკებისთვის რომ მიეცა ცოტაოდენი ხელფასები, კორუფციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ იქნებოდა. შევარდნაძეს საამისო განწყობა არ ჰქონდა, არც ასაკი უწყობდა ხელს და არც ამდენი ესმოდა.", - დასძენს უშიშროების ყოფილი მინისტრი.

"პირდაპირ ვიტყვი - შევარდნაძე ჩარჩა საბჭოთა პერიოდში, ეკონომიკაში ხომ საერთოდ სუსტი იყო - საქართველოში რა ფულადი ერთეული იყო, ამის გარკვევაც არ უნდოდა! ამის თქმა არ მინდოდა, რაღაცებს ვერიდები, არ მინდა ვიყო უმადური, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ვიმეორებ - შევარდნაძე ეკონომიკის გაგებაში არ იყო, რასაც მსოფლიო ბანკი გვეტყოდა, იმას აკეთებდა - შადმან ვალავი სულ თბილისში იჯდა... ერთხელ შევარდნაძეს ვეუბნები, ამერიკელებმა და რუსებმა ინფორმაცია გააძვირეს- მეთქი. ეგ რას ნიშნავსო. რას ნიშნავს და მაგალითად ამერიკელები კონკრეტულ ინფორმაციაში დაახლოებით იხდიან 100-დან 200 ათას დოლარამდე, კონკრეტულ ღონისძიებაში კი რამდენიმე მილიონს, ჩვენ კი ინფორმაციაში 30 ლარს ვიხდით, რანაირად ვიმუშაოთ-მეთქი. იცი, რა მითხრა - მე რომ შს მინისტრი ვიყავი მაშინაც 30 მანეტად ვყიდულობდი ინფორმაციას, მერე რესურსები გამოვნახე, 5 მანეთი მოვუმატე და მშვენივრად მუშაობდნენ და შენც 5 ლარს თუ მოუმატებ ახლაც ასე ასე იქნებაო! შევარდნაძეს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მეგონა ხუმრობდა. მაგრამ შევხედე და კაცი აბსოლუტურად სერიოზულად მელაპარაკებოდა. მაშინ მივხვდი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი საქართველოს საქმე ცუდად იყო...", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "თქვენ რა კონკრეტული მოზნით ჩამოხვედით საქართველოში", - პასუხობს:

"ახლა შვებულებაში ვარ და ვისვენებ. 5 სექტემბერს ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით მექნება მრგვალი მაგიდა, სადაც ჩაერთვებიან რუსი პოლიტიკოსებიც. ამჯერად, მრგვალ მაგიდას მე წარვუძღვები. აქედან იქნება ჩართვები, ჩვენ გვაინტერესებს მათთან საუბარი ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში, ასევე ჩართვები იქნება უკრაინიდან და შუა აზიიიდან, თბილისში ვინ მიიღებს მონაწილეობას, ეს დაზუსტებული არ არის. იქნებიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები".