საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია 20 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, მთავრობის მხრიდან დარგის მხარდაჭერის მოთხოვნით აქციას აანონსებს. როგორც ისინი აცხადებენ, ფერმერებს ძალიან დაბალ ფასად უწევთ ხორბლის ჩაბარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონისთვის ვეღარ მოემზადებიან, მიწებსაც ვერ დაამუშავებენ და ნაკვეთებსაც დაკარგავენ.
„ხუთშაბათს, 20 აპრილს მარცვლეულის გაყიდვის პრობლემებთან დაკავშირებით ვიკრიბებით ჩალაუბანში. მსურველები შემოგვიერთდით“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა 3 აპრილის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეხორბლეებსა და მეწისქვილეების შეთავაზებას უარით უპასუხა, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციამ უწყებას და მთავრობას მხარდაჭერის ახალი თხოვნით მიმართა. ისინი ითხოვდნენ ან ძველი მოთხოვნისამებრ რუსული ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი გადასახადი დაწესებულიყო, ან დარჩენილი ხორბლის მარაგების თვითღირებულებით გასაყიდად, სახელმწიფოს 1 კგ-ზე 20-25 თეთრით დაესუბსიდირებინა.
მარცვლეულის ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, დარგის მოთხოვნაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ ჰქონია, 20 აპრილის აქციაც ამიტომ ჩანიშნეს, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავისი პოზიცია და ის გამოწვევები, რომელშიც მარცვლეულის მწარმოებლები არიან.
„გუშინ ფერმერები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ აქცია გაგვემართა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ან ფქვილის იმპორტი დაბეგრილიყო, ან მარცვლეულის რეალიზებისას 1 კგ-ზე 25 თეთრით დაესუბსიდირებინათ, თუმცა ამაზე ოფიციალური პასუხი დღემდე არ გვაქვს. ფერმერთა დიდმა ნაწილმა გასული სეზონის ხორბალი ჩააბარა და ფერმერების მხოლოდ 5%-ს დარჩათ ჩასაბარებელი. ჩემი ინფორმაციით, მსხვილი წისქვილები არ მუშაობენ, ხორბალს ვერ ვაბარებთ, რადგან 1 კგ-ში 45 თეთრს გვთავაზობენ, რაც თვითღირებულებაზე დაბალი ფასია.
გარდა იმისა, რომ სარეალიზაციო ხორბალი გვაქვს დარჩენილი, ივნისის დასაწყისიდან ახალი მოსავლის აღება დაიწყება და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ხორბლის ფასი დაბალია, ფერმერებს ძალიან დაბალ ფასად მოუწევთ ჩაბარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონისთვის ვეღარ მოვემზადებით, მიწებს ვეღარ დავამუშავებთ და მიწებს დავკარგავთ. ამასთან, საბანკო ვალდებულებები გვაქვს, რომელსაც დაბალი ფასის შემთხვევაში ვერ მოვემსახურებით. ამ საშიშროებებს ვგრძნობთ და აქციაც ამიტომ დავგეგმეთ“, - განმარტა ბენიაიძემ და ხაზი გაუსვა, რომ დღეისთვის ქვეყანაში 30 000 ტონა ხორბალი ჩაუბარებელი რჩება.
ვითარების დრამატულობას ადასტურებს წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილიც. წისქვილების დახურვის გამო, ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლები პროდუქტის რეალიზებას ვეღარ ახერხებენ და ბევრი მათგანი ერთწლიანი კულტურების მოყვანაზე უარის თქმას გეგმავს.
„სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში გვიწევს იმაზე საუბარი, რომ წისქვილკომბინატები საკმაოდ რთულ ვითარებაში არიან და მიდიოდნენ დახურვისკენ. ეს უკვე მოხდა და წისქვილკომბინატების 80% დაიხურა. ვინც ვაგრძელებთ საქმიანობას, ვმუშაობთ დაახლოებით, 20-30%-ის დატვირთვით, რაც ფაქტობრივად, დახურვის ტოლფასია.
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ წისქვილკომბინატების დახურვა, ეს არ არის მხოლოდ ერთი დარგის გაჩერება, ეს კომპლექსურად და ჯაჭვურად მიჰყვება სხვადასხვა მწარმოებლებს. წისქვილკომბინატების დახურვამ გამოიწვია ის, რომ ხორბალს ვეღარ შევისყიდით, აქედან გამომდინარე, პრობლემა უკვე დაუდგათ მარცვლეულის მწარმოებლებს, რომლებიც ასევე, ძალიან რთულ სიტუაციაში არიან. აქვთ გასაყიდი პროდუქცია, აგროვადების გადაცილებით კი, საბოლოო შედეგი რაც უნდათ, რომ დაუდგეთ, ვერ დაუდგებათ. იმიტომ, რომ გარკვეული თანხებია გადასახდელი, როგორც ხვნა-თესვისთვის, ისე ჰერბიციდის შეტანისთვის. გარდა ამისა, ბანკის ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი და ამ ვალდებულებებს ვერ ისტუმრებენ. მოსავლის აღების პერიოდი კი კარზეა მომდგარი.
რამდენადაც ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ საერთოდ შეეშვას ამ ერთწლიანი კულტურების მოყვანას, მიწა გაყიდოს და ბანკის ვალი გადაიხადოს, ან მრავალწლიანი კულტურები გააშენოს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ბიძინაშვილმა.
ვითხოვ, ბადრიჯანის და სამჟავე წიწაკის მოსავალზეც დაწესდეს სუბსიდია.
სერიოზულად კი, მართლა საჭიროა ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და არა ფორს-მაჟორში გადაწყვეტილებების მიღება.
ქვეყანას, მასზე გულშემატკივარი და განათლებული ადამიანების მთავრობაში ყოფნა სჭირდება და არა მედროვე კორუმპირებულებისა.
ზამთარში, როდესაც კილოში 95 თეთრს გიხდიდნენ, რატომ არ ყიდდით?
აა, გაზაფხულის პირზე ფასების კიდევ მომატებას ელოდით, ხომ?
ასეა ძმებო საბაზრო ეკონომიკა.
ხან მოიგებ, ხან წააგებ.
თქვენც უმაღლესი ხახისხის ხორბალი არ გქონდეთ, აი?!
დიდი დიდი საფურაჟედ გამოდგეს ჩვენი ხორბალი.
პური არ ცხვება, წებოვნება არ აქვს და ნორმალური პური რომ დადგეს, მაინც რუსულს ურებენ ხოლმე და ბარემ რუსულით გამოცხვება ამჟამად.
მიწებს არ დავამუშავებთო?!
2 ტონაზე მეტს მაინც იშვიათად ითებთ ჰექტრიდან და ასე გინდა დაგიმუშავებია და გინდა არა.