შავი ზღვის ელექტროკაბელი მხოლოდ ენერგეტიკული პროექტი არ არის, იგი დიდი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია

შავი ზღვის ელექტროკაბელი მხოლოდ ენერგეტიკული პროექტი არ არის, იგი დიდი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით, თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის სამთავრობო უწყებების პირველი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფაზაში.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით განხორციელდება. ეს სტრატეგიული პროექტი უდიდესი საინვესტიციო შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

როგორც უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მისი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტს შეუძლია უზრუნველყოს უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

„უნგრელები დაინტერესებულები ვართ დივერსიფიკაციით მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებით. ნამდვილად ვაფასებთ საქართველოს ამბიციურ მიდგომას ამ პროექტის განხორციელებისადმი, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში, მზად ვართ მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვიმედოვნებთ, ჩვენი ქართველი მეგობრები შეძლებენ შეასრულონ რეკორდული, თითქმის 1200 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის უზრუნველყოფის გეგმა“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პროექტისადმი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მოხარულია, მონაწილეობდეს ღონისძიებაში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტის განხორციელების საკითხებზე მუშაობს.

„ვფიქრობ, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც განახლებად ენერგიას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, და იმედია, მალე სომხეთიდანაც, ევროპაში შემოიტანს, დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს და უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ კი ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მხარს უჭერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც უზარმაზარი ინვესტიციაა. იგი მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიას და ევროკავშირს შორის.

„შავი ზღვის კაბელი არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს და მონაწილეობს მასში, როგორც დამკვირვებელი. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც, იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროექტს და გვინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს რეგიონული მასშტაბი.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ პროექტზე, მაგრამ გვსურს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდეს“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.

რომანი ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, ისე დალაგდნენ ციური სხეულები, გაიგებს გამგები. იციან ეს ნაცებმა, ამიტომ სულსწრაფობენ, ტყავიდან ამოხტომას ლამობენ, ცდილობენ დაასწრონ იმ მოვლენას, რომელიც მათ პოლიტიკურ არსებობას, დაუდეგარი, გაუტეხელი დედაკაცობის შეუცვლელი მხარდაჭერის მიუხედავად, დაასრულებს.
ამასთან, კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველი დიაცების დიდმა წილმა უაღრესად დრამატული, დამღუპველი როლი ითამაშეს. საქართველო, მათი ქაჯობის, კეკელკობის, მოჭარბებულად რომანტიზებული ცნობიერების და უპირველესად, გადაუწყვეტელი ლიბიდოს პრობლემების მძევალი აღმოჩნდა.
1 წლის უკან