თავდაცვის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა.
ილია II გერმანიაში იმყოფება, სადაც ქალაქ ბად ჰერენალბის გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის. ირაკლი ალასანია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. პატრიარქმა და თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგემილ რეფორმებზე ისაუბრეს.
ილია II თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია და ქართული ჯარი დალოცა. ირაკლი ალასანია გერმანიაში უკვე მეორე დღეა იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა და ის ქართველი სამხედროები მოინახულა, ვინც ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის წვრთნებს გადის.