საპატრულო პოლიციის რებრენდინგი მცხეთა–მთიანეთსა და შიდა ქართლშიც განხორციელდება

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი მცხეთა–მთიანეთსა და შიდა ქართლშიც განხორციელდება

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისის, ბათუმის და კახეთის შემდეგ მცხეთა–მთიანეთსა და შიდა ქართლშიც განხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა–მთიანეთის და შიდა ქართლის მთავარ სამმართველოებს 15 აგვისტოს ახალი საპატრულო მანქანები ოფიციალურად გადაეცემა.

აღნიშნული ღონისძიება მცხეთაში გაიმართება. მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

ორივე რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცემათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.