საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აფხაზებთან და ოსებთან ღია დიალოგის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
„ღია დიალოგს ეწინააღმდეგებოდა ყოველთვის ჩვენი არაკეთილმოსურნე, რომ არ შემდგარიყო შინაარსიანი კონტაქტი, შერიგება და ნდობის აღდგენა არ მომხდარიყო მხარეებს შორის. ეს იყო პრობლემა 20 წლის განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ახლა ავირჩიეთ - ადამიანური ურთიერთობების აღდგენა, საზოგადოებებს შორის ხიდების აღდგენა და სახალხო დიპლომატია არის ის საფუძველი, რაზეც შემდგომი პოლიტიკური მოწესრიგება უნდა დაფუძნდეს და ამას ვერც რუსეთი და ვერც ერთი სხვა მხარე ვერ შეუშლის ხელს.“