„თბილისში შენობების 70% ავარიულია და ეს ძირითადად შეეხება 1992 წლამდე ნაშენ შენობებს, რომლებიც ნაანგარიშები იყო 6 და 7 ბალზე“

„თბილისში შენობების 70% ავარიულია და ეს ძირითადად შეეხება 1992 წლამდე ნაშენ შენობებს, რომლებიც ნაანგარიშები იყო 6 და 7 ბალზე“

მომავალი წლიდან შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები კიდევ გამკაცრდება. სტანდარტების ამაღლება თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრებმა განაპირობა. 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტში ევროკოდები შემოვა, რომელმაც სექტორი ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს, მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა. საგანგაშოა თუ არა დღეს დედაქალაქში სეისმედეგობის მხრივ მდგომარეობა?

საპროექტო კომპანია „ქიუ ინჯინერინგის“ დამფუძნებელი, მთავარი ინჟინერი ირაკლი ურუშაძე ამბობს, რომ ევროკოდები მთლიანად შეცვლის იმ საპროექტო ნორმებს, რაც შენობის მზიდი ნაწილების გაანგარიშება-დაპროექტების საკითებს ეხება საპროექტო დოკუმენტაციაში. შედეგად სამშენებლო ნორმები გათანაბრდება ევროპულთან და ამაღლდება შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოებაც. პარალელურად, განახლდება სეისმური რუკებიც, რაც საფრთხის შეფასების საფუძველია.

„დღეს მოქმედი სეისმური რუკა მოძველებულია, ისინი ყოველთვის ახლდება და მკაცრდება. ყველა შემთხვევაში, ის რუკა, რაც შემოვა ევროკოდთან ერთად, უფრო მკაცრი იქნება, უსაფრთხოება გახდება უფრო პრიორიტეტული, რადგან, გარდა რუკებისა, თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება, რითაც უნდა დაითვალოს შენობაზე სეისმური ზეგავლენა, რაც შეამცირებს რისკებს და გაზრდის სეისმომედეგობას.

ქართული სეისმური სტანდარტი 2010 წელსაა მიღებული. ის ითვალისწინებს რაღაც ფორმით ევროპულ ნორმებსაც, უკრაინულსაც, ძველ საბჭოთა ნორმებსაც, მაგრამ ეს უკვე მოძველებულია. როგორც წესი, 10 წელიწადში ერთხელ იცვლება ხოლმე იქედან გამომდინარე, რომ ცოდნა იზრდება იმ სფეროში“, - განაცხადა ირაკლი ურუშაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ და დასძინა, რომ ევროკოდების შემოსვლა ძირითადად, ინჟინრებს ეხებათ, თუმცა ეს ასევე ავტომატურად გამოიწვევს მასალებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში ევრორეგულაციების შემოტანას, რაც გაზრდის მშენებლობის ხარისხს, გაათანაბრებს მას ევროპულ ხარისხთან.

„საქართველოში მშენებლობისა და მასალების წარმოების ხარისხიც აიწევს. ეს განაპირობებს შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოების ამაღლებას. ასევე, ცვლილებების ფარგლებში, იგეგმება სეისმური რუკების განახლებაც. ყველაზე თანამედროვე რუკა იქნება დანერგილი, რაც თავისთავად აწევს სეისმომედგეგობასაც მომავალი შენობების, რომელიც დაპროექტდება“, - დასძინა ურუშაძემ.

როგორც მშენებლები ამტკიცებენ თბილისში შენობების 70% ავარიულია და ეს ძირითადად შეეხება 1992 წლამდე ნაშენ შენობებს. არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, 1992 წლის შემდეგ ნაშენები მშენებლობები საკმაოდ მყარი კონსტრუქციებია, რომლებიც 8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრას უნდა უძლებდეს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საცხოვრებელი სახლების უმრავლესობის ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გასულია და პარალელურად კი ყველაზე დიდ საფრთხეს უნებართვო მიშენებები და დაშენებები ქმნის.

„თურქეთში მიწისძვრას კატასტროფული ნგრევა მოჰყვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლები, რომლებიც თბილისში შენდება, საშიშია, ეს არის მცდარი ინფორმაცია. 1992 წლის შემდეგ, როდესაც თბილისში შეიცვალა სეისმომედეგობის მაჩვენებელი 8 ბალზე, მას შემდეგ დაპროექტებული შენობები ამ სტანდარტებს შეესაბამება. აქ ერთმანეთში ხშირად ურევენ ე.წ. ბეტონის ჯუნგლებს, იერსახეს, გარემოს ან უსისტემო განაშენიანებას, მაგრამ ამას არანაირი შეხება არ აქვს შენობის კონსტრუქციულ მდგრადობასთან.

რაც შეეხება პრობლემებს, თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ავარიულ შენობებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში შენობების 70% ავარიულია და ეს ძირითადად შეეხება 1992 წლამდე ნაშენ შენობებს, დავიწყოთ ისტორიული შენობებით 1800-იან 1900-იანი წლების დასაწყისში ნაშენებით, რომელიც ნაანგარიშები იყო 6 და 7 ბალზე. რაც მთავარია ამ შენობებს არასწორად უტარდებოდა ექსპლუატაცია, იყო გაუაზრებელი მიშენებები, დაშენებები, გადაკეთებები, კონსტრუქციული კედლის გამონგრევები და ა.შ. ეს არის სერიოზული პრობლემა და საშიშია“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

როგორც არქიტექტორი ამბობს, დღეს, 2009 წელს დაკორექტირებული რუკაზე დაყრდნობით ხდება ყველა შენობისა და საინჟინრო ნაგებობის დაპროექტება და ამჟამად რუკა არ შეესაბამება რეალურ სურათს, შესაბამისად იგი შესაცვლელია.

 

trampi ქაჯებო........ ვარიანტი არააა რომ კომუნისტების ,აშენებულებმა დღეცვანდელს არ აჯობოს......................................შანსი არაააა...... არა
ერთდადერთი ვარეკთ„ილებს შეიძლევბა ნ ტორმუზი დავატყათ
1 წლის უკან
trampi მაგ ქალს კითხეთ ქარცივაძე ვინ იყო თქო..................მერე დაველ;აპარაკები
ქაჯი
1 წლის უკან
trampi უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდენ --თკო
1 წლის უკან