ერეკლეს მუზეუმის განადგურებისთვის ნიკა რურუა შეიძლება, დაიჭირონ?!

ერეკლეს მუზეუმის განადგურებისთვის ნიკა რურუა შეიძლება, დაიჭირონ?!

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ანუ ერეკლეს მუზეუმი იავარქმნილია _ წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, ე.წ. სახიზარი და გალერიის შენობა “ნაციონალებმა”, რეაბილიტაციის საბაბით, ერთი წლის წინ დაანგრიეს! დანგრეული სახიზარის ადგილას დაწყებული მშენებლობა მიტოვებულია... მუზეუმის უნიკალური 65 ათასი ექსპონატი წელიწადია, თელავის პირველი სკოლის სარდაფში ინახება... ერეკლეს მუზეუმის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ეჭვობს, რომ ერეკლეს სამოსახლოს განადგურება პოლიტიკური მოტივით მოხდა. “სააკაშვილს ერეკლე ეზიზღება”, _ ამბობს ბატონი თენგიზი. მისივე ცნობით, “ნაციონალები” ერეკლეს მუზეუმის ეზოში მეჩეთის ტიპის ნაგებობის აშენებას გეგმავდნენ, სადაც ყაჯართა დინასტიის ნივთები უნდა გამოეფინათ!.. ისე, ნიკა რურუას, ნიკა ვაჩეიშვილისა და სხვა “ნაციონალი” მაღალჩინოსნების გარდა, ერეკლეს მუზეუმის დაქცევაში არაოფიციალურად ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი არჩილ გეგენავაც ფიგურირებს...       

თენგიზ ალდამიძე, ერეკლეს მუზეუმის ყოფილი დირექტორი: _ “ბატონის ციხეს”, სადაც მუზეუმია განთავსებული, გალავანი ორად ჰყოფს: ერთ მხარეს ბატონის სასახლეა, მეორე მხარეს კი, _ სახიზარი. სახიზრის ტერიტორიაზე გალერეა და ადმინისტრაციული შენობა იდგა და ორივეს უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა. თავისუფალი ფართიც ბევრი იყო. “ნაცების” ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ, ხან ვინ მომადგებოდა და ხან _ ვინ... 

_ ვის გულისხმობთ?

_ ორი თელაველი ახალგაზრდა მოვიდა...

_ ეს ახალგაზრდები “ნაციონალები” იყვნენ?

_ ერთ-ერთი “ნაციონალებთან” იყო დაახლოებული... მოკლედ, მოვიდნენ და შემომთავაზეს, სახიზრის ტერიტორიაზე ცალკეული ღვინის ქარხნების პავილიონები ჩავდგათ და ღვინის ფესტივალი ჩავატაროთ ხოლმე. ფული არის და შენც კმაყოფილი იქნები და ჩვენცო, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან მუზეუმის ისტორიულ ტერიტორიაზე მსგავსი პავილიონების ჩადგმის უფლება არ მქონდა _ კანონი კრძალავდა! ამ ამბიდან სამი თვის შემდეგ, ანუ 2004 წლის ბოლოს მომხსნეს.

_ რა მოტივით?

_ ინტერვიუ მივეცი, სადაც ვამბობდი, გუბერნატორი მუზეუმში ერთხელაც არ მოსულა-მეთქი.

_ იმხანად კახეთის გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი იყო?

_ დიახ...

_ ანუ, პირდაპირ გითხრეს, რომ ინტერვიუს გამო მოგხსნეს?

_ პრინციპში, ასე გამოვიდა, თუმცა მერე, სხვა დასკვნამდე მივედი.

_ რა დასკვნამდე?

_ გეტყვით... ჩივილი დავიწყე და უზენაესმა სასამართლომ აღმადგინა...

_ მალევე აღგადგინათ?

_ თითქმის ორი წლის შემდეგ... სხვათა შორის, ხუთწუთიანი დირექტორიც ვიყავი...

_ ხუთწუთიანი დირექტორი რას ნიშნავს?

_ სასამართლომ რომ აღმადგინა, მიღება-ჩაბარების აქტი დაიწერა და მუზეუმის დირექტორმა გასაღები გადმომცა. სწორედ იმ დროს, როგორც კი უკანასკნელმა მოწმემ მიღება-ჩაბადების აქტს ხელი მოაწერა, გათავისუფლების ბრძანება დამიდეს _ იმხანად მუზეუმი რაიონის მუნიციპალიტეტს ექვემდებარებოდა და რაიონის გამგებელის, გოჩა მამაცაშვილის მითითებით გამათავისუფლეს.

_ ბრძოლა აღარ გააგრძელეთ?

_ კი, რა თქმა უნდა, გავაგრძელე და თავი ისევ აღვიდგინე... მალე, მუზეუმის თანამშრომელი ქალბატონი “გამოვიჭირე”.

_ რაში?

_ თანამშრომლებმა მითხრეს, ჯგუფი რომ მოდის, გვეუბნება, ჩემი ნათესავები არიან და მუზეუმში უფასოდ შევუშვათო. სინამდვილეში კი, ექსკურსიისგან ფულს იღებდა...

_ მუზეუმი სახელმწიფო დაფინანსებაზეა, არა?

_ დიახ... მოკლედ, ეს ქალბატონი გავათავისუფლე და დამემუქრა, გუბერნატორი ჩემი ნათესავიაო...

_ ამ დროს გუბერნატორი უკვე გიორგი ღვინიაშვილი იყო?

_ დიახ, კულტურის მინისტრის მოვალეობას კი, ნიკა ვაჩეიშვილი ასრულებდა... საქართველოს 22 მუზეუმის დირექტორს, ასე ვთქვათ, ვადა გაგვდიოდა და ხელშეკრულებები ხელახლა უნდა გაგვეფორმებინა, მაგრამ ვაჩეიშვილის მოადგილე ანდღულაძემ მითხრა, ვაჩეიშვილმა თქვა, ალდამიძეს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოო.

_ თუკი მუზეუმი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო, ხელშეკრულება კულტურის სამინისტროს რატომ უნდა გაეგრძელებინა?

_ ამ დროს მუზეუმები უკვე კულტურის სამინისტროს ექვემდებარებოდნენ... ყველამ იცის, რომ დარღვევა არ მქონდა, მაგრამ აღარ მიჩივლია, რადგან სამინისტროში იმ ქალის საჩივარი იდო, ალდამიძე ანტინაციონალიაო... ეს საჩივარი დღესაც იქ დევს _ საინტერესო დოკუმენტია. სხვათა შორის, მუზეუმის ტერიტორიაზე გავლაც კი ამიკრძალეს.

_ ვინ?

_ ორივე დირექტორმა, რომელიც მუზეუმს ჩემს შემდეგ განაგებდა...

_ რას ჰქვია, მუზეუმის დირექტორმა მუზეუმის ტერიტორიაზე გავლა აგიკრძალათ?

_ ჩემი მეუღლეც მუზეუმში მუშაობს და, რამეს რომ ვიტყოდი, ეუბნებოდნენ, გაჩუმდესო. მერე, უთხრეს, ამ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს, თორემ შენც მოგხსნითო...

_ ბატონო თენგიზ, მუზეუმს რომელი წლიდან ხელმძღვანელობდით?

_ 1985-დან. 1991 წელს გადავდექი. 2000 წელს დამიბარეს და ისევ დირექტორად დამნიშნეს.

_ 1991 წელს რატომ გადადექით?

_ “ზვიადისტი” არვიყავი, ვიფიქრე, ჩემს გამო მუზეუმს არ “დაარტყან”-მეთქი და გამოვერიდე...

_ ბატონო თენგიზ, მუზეუმისა და ქალაქ თელავის რეაბილიტაცია ერთობლივი, ასე ვთქვათ, პროექტი იყო?

_ არა, უბრალოდ, ერთდროულად დაიწყო...

_ მუზეუმის რეაბილიტაციისთვის თანხა საიდან გამოიყო?

_ მსოფლიო ბანკიდან.

_ რა თანხაზე იყო ლაპარაკი?

_ რა ვიცი, ზოგი ამბობდა, 17 მილიონიო... მოკლედ, მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი რომ გამოქვეყნდა, მივხვდი, თუ რა იდიოტობასაც აკეთებდნენ! თავდაპირველ, რეაბილიტაციის პროექტში “ღვინის მუზეუმის” ხსენებაც კი არ  იყო, “ღვინის მუზეუმის” საუბარი უცებ, ივნისის ბოლოს დაიწყეს, 4 ივლისს დაანგრიეს გალერეის ბრწყინვალე შენობა... ისიც საინტერესოა, რომ “ღვინის მუზეუმის” შენობა “ბატონის ციხის” ციტადელისა და სახიზრის დამაკავშირებელ კარს ქოლავდა! მოკლედ, მუზეუმი ორად უნდა გაყოფილიყო და სახიზარის ტერიტორიას “ღვინის მუზეუმის” მფლობელი წაიღებდა...…

_ ასეთი ეჭვი რატომ გაქვთ?

_ დააკვირდით, უფრო ფართო მასშტაბით ხორციელდება 2004 წელს იმ ორი თელაველი ახალგაზრდის წინადადება ღვინის პავილიონების აშენების თაობაზე...…

_ ანუ, ვარაუდობთ, რომ სახიზარი, თავისი “ღვინის მუზეუმით”, კერძო საკუთრებაში გადადიოდა? ამ “კერძო მესაკუთრის” ვინაობა იცით?

_ არჩილ გეგენავა...

_ ისე, ამბობენ, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გეგენავას “ნაციონალებთან” ცუდი ურთიერთობა აქვს...

_ შეიძლება... მოკლედ, მუზეუმი ორად უნდა გაყოფილიყო და სახიზარის ტერიტორიას ღვინის მუზეუმი წაიღებდა...

_ ეს ამბები როდის ხდებოდა?

_ 2012 წელს... ამ პროექტით, სასახლეც უნდა გადაეკეთებინათ...

_ სასახლეს რესტავრაცია ბოლოს როდის ჩაუტარდა?

_ 1983 წელს... შენობას მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი სჭირდებოდა... სხვათა შორის, მუზეუმის ეზოში მეჩეთის ტიპის ახალი შენობის ჩადგმას გეგმავდნენ.

_ რატომ?

_ მუზეუმის დირექტორად რომ აღმადგინეს, დავით ლორთქიფანიძის ხალხმა რამდენჯერმე შემომთავაზა, მოდი, თელავის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს შემოუერთდესო.

_ შეერთება რას ნიშნავდა?

_ მართვა ცენტრალიზებული იქნებოდა. სხვათა შორის, ეროვნულმა მუზეუმმა სიღნაღისა და გურჯაანის მუზეუმები შეიერთა.

_ ეს შეერთება რას ემსახურებოდა?

_დავით ლორთქიფანიძე სამუზეუმო ფეოდალია!

_ “ზვიადისტი” არ ვიყავი, ვიფიქრე, ჩემს გამო მუზეუმს არ “დაარტყან”-მეთქი და გამოვერიდე...

_ დავით ლორთქიფანიძე სამუზეუმო ფეოდალია!

_ ამ გამსხვილებით ფული “გაკეთდა”?

_ არ ვიცი... ლორთქიფანიძის ხალხს ვუთხარი, თელავი არც გურჯაანია და არც _ სიღნაღი, სატახტო ქალაქია და თავისი მუზეუმი უნდა ჰქონდეს-მეთქი...

კახეთის მეფეებს არასოდეს ულხინდათ, “ნაციონალები” კი აპირებდნენ, სასახლე “შიკარნად” გაეკეთებინათ და თბილისის ხელოვნების მუზეუმიდან ყაჯართა დინასტიის ნივთები ჩამოეტანათ. აღა-მაჰმად-ხანი ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი იყო და, ვანო, წარმოიდგინეთ, ამაზე დიდი მკრეხელობა რაღა უნდა ყოფილიყო _ სასახლეში, სადაც ერეკლე დაიბადა და გარდაიცვალა, ექსპონატები უნდა აეღოთ და მათ ნაცვლად ყაჯართა დინასტიის ნივთები გამოეფინათ!

_ მუზეუმში ერეკლეს ნაქონი ნივთები ინახებოდა?

_ ორი ხმალი გვქონდა... 1983 წელს, როცა სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდა, მუზეუმში მხოლოდ შიშველი კედლები იყო. ხალხი გვაგონებდა, როგორ შეიძლება, ექსპონატები არ იყოსო. ჰოდა, ეროვნული მუზეუმიდან ერეკლეს ტახტი ვითხოვე და უმაღლესი დონის ასლი გავაკეთებინე, ასევე, გავაკეთებინე ხელოვნების მუზეუმში დაცული ერეკლეს ნივთების ასლები, სასახლის საელჩო დარბაზისა და ერეკლეს ოთახების ინტერიერი მოვაწყვეთ... ყველაფერი ეს უნდა მოშლილიყო და საქართველოს დაუძინებელი მტრის, აღა-მაჰმად-ხანის საგვარეულო ნივთები უნდა გამოეფინათ!..

_ მუზეუმის ექსპონატები ახლა სადაა?

_ თელავის პირველი სკოლის სააქტო დარბაზსა და პირველ სართულზეა შეტანილი.

_ ექსპონატებიდან რამე დაიკარგა?

_ არა... ამ ექსპონატებიდან ძალიან ღირებულია სამხატვრო გალერეა.

_ ერეკლეს მუზეუმში ვისი ნახატები იყო დაცული?

_ ქართული, რუსული და ევროპული სკოლების ნამუშევრები...

_ ორიგინალებზეა საუბარი?

_ რა თქმა უნდა...

_ პირველ სკოლაში ექსპონატების შესანახად შესაბამისი პირობები არის?

_ არ ვიცი...

_ ხმა დადის, რომ ექსპონატების ნაწილი გაყიდეს...

_ არ ვიცი... არ მგონია...

_ ერეკლეს ხმალიც ორიგინალი იყო?

_ დიახ...

_ და ხმალიც პირველ სკოლაში ინახება?

_ კი... მუზეუმს დაეცნენ, აბა, ჩქარაო, ექსპონატები მოხვეტეს და საჩქაროდ პირველ სკოლაში შეაყრევინეს.

_ ამ “გადაბარგებას” ვინ ხელმძღვანელობდა?

_ კახეთის იმდროინდელი გუბერნატორი ღვინიაშვილიც დარბოდა...

_ ბატონო თენგიზ, თუ იცით, რეაბილიტაცია რატომ აღარ გაგრძელდა?

_ ეს ცალკე ცირკია!

“ბატონის ციხის” “რეაბილიტაცია” აგრესიულად და ნგრევით დაიწყო _ მუზეუმის ტერიტორიაზე წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის სამსართულიანი უბრწყინვალესი შენობაც იდგა. თავის დროზე საქართველოში წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი სულ სამი იყო _ ქუთაისის, თბილისისა და თელავის. ამ შენობაში არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული ექსპონატები გვქონდა გამოფენილი... ნიკა ვაჩეიშვილმა აიჟინა, ეს შენობა დასანგრევიაო...

_ რომელი საუკუნის შენობა იყო?

_ მე-20 საუკუნის. სხვათა შორის, ამ შენობის ასაშენებელი თანხის შეგროვებაში გრიგოლ ორბელიანიც მონაწილეობდა... მოკლედ, ბოლოს თქვეს, ეს შენობა კომუნისტების მიერაა აშენებულიო. მერე, გადათქვეს, რუსების აშენებულიაო... ამ შენობის შემდეგ ადმინისტრაციული შენობაც დაანგრიეს, რომლის პირველი სართულიც ერეკლესდროინდელი იყო. მართალია, პროექტში გალერიის შენობის დანგრევაზე ლაპარაკი არ იყო, მაგრამ მიაყოლეს და ისიც დაანგრიეს.

_ გალავანი როდინდელია?

_ 1753 წელსაა აშენებული.

_ გალავანის დანგრევასაც ხომ არ აპირებდნენ?

_ არა...

შენობა 2012 წლის 4 ივლისს დაანგრიეს, ისტორიული ძეგლის სტატუსი კი, 2012 წლის 31 აგვისტოს, ანუ დანგრევის შემდეგ მოუხსნეს... ორი შენობის დანგრევას 5 მილიონი დასჭირდა... იმ ადგილას, სადაც ღვინის მუზეუმი უნდა გაკეთებულიყო, მშენებლობა დაიწყო, მაგრამ გაჩერდა...

_ რატომ?

_ არ ვიცი...

_ ბატონო თენგიზ, ერთი სიტყვით, ერეკლეს მუზეუმი პოლიტიკას შეეწირა?

_ დიახ, პოლიტიკას _ ერეკლე ეზიზღებოდა.

_ ვის?

_ სააკაშვილს.

_ რა იცით?

_ რუსეთთან შეგვაერთაო და თელავში ერეკლეს ძეგლის აღებასაც აპირებდა... პოლიტიკასთან ერთად, დიდი როლი მომხვეჭელობამაც ითამაშა _ ხომ გითხარით, სახიზარი კერძო მფლობელობაში გადადიოდა!

_ მუზეუმის რეაბილიტაცია რომ არ გრძელდება, ესეც პოლიტიკით აიხსნება?

_ ჩემს ვერსიას გეტყვით: “თბილისის ამქრის” წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო ბანკში მივედი, რათა რეაბილიტაციის პროექტი გვენახა, მაგრამ უარი გვითხრეს, თუმცა მიხვდნენ, რომ რაღაც ტრაგედია ხდებოდა... მერე, რაღაც-რაღაცები შეიცვალა და რესტავრატორად ზალიკო მეღვინეთუხუცესი დანიშნეს _ 1983 წელს მუზეუმის რეაბილიტაცია სწორედ ზალიკომ ჩაატარა...

_ ბატონო თენგიზ, ყველაფერ ამაზე შეიძლება, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?

_ მთავარ პროკურატურაში განცხადება მაქვს შეტანილი.

_ ვის წინააღმდეგ?

_ ვაჩეიშვილისა და რურუასი.

_ ანუ, თუკი საქმეს მსვლელობა მიეცემა, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა შეიძლება, დაიჭირონ?

_ ხომ გითხარით, რომ შენობა 4 ივლისს დაინგრა, 31 აგვისტოს კი, რურუამ ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსნა, ანუ დანგრევა “გააპრავა”...

_ ბატონო თენგიზ, რა ამის პასუხია და, თუ იცით, თეატრის წინ რკინის ბოძები რისთვის ჩაარჭეს?

_ კაციშვილმა არ იცის... თელაველები მკითხაობენ, ნეტავ, რის გაკეთებას აპირებდნენო. არსებობს ვერსია, რომ თეატრის თავზე შვეულმფრენის დასაჯდომი უნდა ყოფილიყო, თეატრი კაზინოდ გადაკეთდებოდა, თეატრის მოპირდაპირე მხარეს, მომსახურე პერსონალისთვის, სასტუმრო იქნებოდა, თეატრიდან ღვინის მუზეუმამდე კი, ხიდი გაიდებოდა...

_ ბატონო თენგიზ, დღეს რას საქმიანობთ?

_ არაფერს... მუზეუმის გარდა არსად მიმუშავია... მუზეუმი ჩემი სისხლი და ხორცია!.. დირექტორობა არ მინდა, თავში ქვა უხლიათ, უბრალოდ, მინდა, ჩემი საქმე გავაკეთო!