"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყდა!- 50-კაციანი სია, ვისაც ივანიშვილი პარლამენტში შეიყვანს"

"ალიას" სკანდალური ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში - პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და საპარლამენტო უმრავლესობის კულუარებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება თითქმის გადაწყვეტილი ყოფილა. როგორც სანდო წყარო ამტკიცებს, ივანიშვილი უმრავლესობიდან დაახლოებით 50 ადამიანს დაიტოვებს და უკვე ცნობილი სავარაუდო სიაც კი. რატომ გახდა აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სააკაშვილის წასვლის შემდეგ? - მთავარ მიზეზად კოალიციის წევრები "ნაციონალების" მოშორებას კი ასახელებენ, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ მალავენ, რომ თვით უმრავლესობაშიც გაჩნდა ბზარი", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით როგორც იქნა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყდა! / 50 დეპუტატის სია, რომლებსაც ივანიშვილი თავისი 89 კაციანი უმრავლესობიდან ახალ პარლამენტში შეიყვანს.

"არ დაგავიწყდეთ, 23 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რასაც ხშირად ამბობდა ოქტომბრის არჩევნებამდე: "მაჟორიტარებს ნუ აქვთ წარმოდგენა, რომ ისინი ფეოდალებად აირჩიეს". მართალია ეს კაციმ მაჟორიტარების უმეტესობას ჰგონია, რომ თავიანთ რეგიონს კი არ უნდა ემსახურონ, პირიქით, უბატონონ, საკუთარ სანათესაოს უნდა შეუქმნან კარგი პირობები და მსუყეხელფასიან სამსახურებში დაასაქმონ. გარდა მაჟორიტარებისა, პარლამენტში არც პარტიული სიით გასულები ბრწყინავენ. ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" ერთი-ორი ადამიანი შეწუხდა უსაქმურობით და დაიწყეს "გახურება" - აქ ჩვენ დეპუტატები ვართ თუ "პრობკებიო"? ამ "გახურებამ" შედეგად გამოიღო ის, რომ ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაშ, ძალიან ვიწრო წრეში, "გარჩევაც" კი შედგა. კერძოდ, საუბარი იყო რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთლიანად უნდა გადახალისდეს უმრავლესობა", - აღნიშნავს გამოცემა.

"სხვათა შორის კულუარებში იმაზეც ლაპარკობენ, რომ ივანიშვილის უაცლოეს გარემოცვას ყელში ამოუვიდა "რესპუბლიკელების" კეკლუცობა ვენეციის კომისიით და დასავლეთით. საუბრობენ ერთ საშიშროებაზეც - თუ ირაკლი ალასანიას მიმდევრები და "რესპუბლიკელები" გაერთანდნენ "ქართულ ოცნებას" შავი დღეები დაუდგება, ეს ორი ურეიტინგო პარტია ხელში ჩაიგდებს მთელ სახელმწიფო სადავეებს. ამიტომ საჭიროა ჩატარდეს პროფილაქტიკუირი ღონისძიებები, უპირველესად კი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილს ისიც უთქვამ პირდაპირ - თეა წულუკიანმა თითქოს ძალიან ლარგად დაიწყო, მაგრამ დღემდე არაორდინარული და ცოტა არასერიოზული განცხადებების გარდა ვერაფერი გააკეთა - მკაცრი თეა "სნეგუროჩკად" გადაიქცაო. დავუბრუნდეთ საპარლამენტო უმრავლესობას - ვინ არის 89-დან ის 50 ბედნიერი ადამიანი, ვინც არ დარჩება ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში უყურადღებოდ?", - დასძენს გამოცემა.

"ინკოგნიტო წყარო ინფორმაციით, სია ასე გამოიყურება: 1. მანანა კობახიძე 2. ეკა ბესელია 3. ელისო ჩაფიძე 4. თედო ჯაფარიძე 5. თამაზ ავდალიანი 6. გიორგი გაჩეჩილაძე 7. კობა დავითაშვილი 8. ბიძინა გუჯაბიძე 9. ნოდარ ებანოიძე 10. გიორგი ვოლსკი 11. ირინე იმერლიშვილი 12. ალექსანდრე თამაზაშვილი 13. გოგი თოფაძე 14. ივანე კიღურაძე 15. კარლო კოპალიანი 16. ომარ ნიშნიანიძე 17. ზაზა პაპუაშვილი 18. გიორგი ჟვანია 19. გია ჟორჟოლიანი 20. დავით საგანელიძე 21. გელა სამხარაული 22. გელა გელაშვილი 23. ირაკლი სესიაშვილი 24. ერეკლე ტრიპოლსკი 25. ზურაბ ტყემალეძე 26. ალექსანდრე ქანთარია 27. გიორგი ქავთარაძე 28. შალვა შავგულიძე 29. ზვიად ძიძიგური 30. გუგული მაღრაძე 31. ზაქარია ქუცნაშვილი 32. თემურ ჭკუასელი 33. ლერი ხაბელოვი 34. ნინო გოგუაძე 35. ფატი ხალვაში 36. მურმან დუმბაძე 37. მალხაზ ვახტანგაშვილი 38. სოსო ჯაჭვლიანი 39.გიორგი კახიანი 40. პაატა ბარათაშვილი 41. დემურ ბაშალეიშვილი 42. მერაბ კაჭახიძე 43. ზვიად კვაჭანტირაძე 44. დათო ლორთქიფანიძე 45. თენგიზ ხუბულური 46. როსტომ ხალვაში 47. გიგა ბუკია 48. შოთა ხაბარელი 49. მირიან წიკლაური 50. მალხაზ წერეთელი - საინტერესოა, რომ ამ ადამიანებთან ბიინა ივანიშვილს არც კონსულტაციები გაუმართავს და არც რამე დაუზუსტებია", - წერს სტატიის ავტორი.

"როგორც ხედავთ, ამ სიაში მოხვდნენ უმეტესად ცნობილი სახეები და ის ადამიანები, ვისაც ივანიშვილი ენდობა. რა ელის "ეროვნული ფორუმის" დეპუტაციას? ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა, გუბაზ სანიკიძის ინერტულობამ, რაც მოულოდნელი იყო ყველასთვის, უკვე მიწასთან გაასწორა ამ პარტიის რეიტინგი. აღარაფერს ვამბობთ ივანიშვილთან გაფუწებულ ურთიერთობაზე. დრეს ვის არ აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება? რა ტქმა უნდა "ნაციონალებს", "რესპუბლიკელებს" და იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ არც ბიძინა ივანიშვილის წყალობა ექნებათ და ვერც საკუტარი ავტორიტეტით დაიკვეხნიან. ვნახოთ, საქმის გამოსწორების შანსი ყველა ადამიან აქვს, ვინც "ქართულ ოცნებაშია". წყაროს თქმით. შეიძლება სიაში ოქტომბრამდე გარკვეული ცვლილებები შევიდეს", - დაძენს სტატიის ავტორი.