ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილების რაოდენობა 24 ათასამდე გაიზარდა

ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილების რაოდენობა 24 ათასამდე გაიზარდა

ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილების რაოდენობა 24 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ეს მოიცავს ფარული ვიდეო და აუდიო, ასევე ფოტო და დოკუმენტურ მასალას.

ამასთან, ნინო გიორგობიანმა არ გამორიცხა, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს.

"როგორც ცნობილია Aაღმოჩენილ 4 კასრში 403 დისკია და გამოძიების პროცესში ჩვენ არ ვიცით იქ კიდევ რამდენი მასალა აღმოჩნდება", - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საერთო ჯამი, 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია აღმოჩენილი. მისივე თქმით, მასალებზე ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საქმიანობის ამსახველი ჩანაწერები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სპეციალური კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე და ელოდება თომას ჰამერბერგის რეკომენდაციას.