ელისო ჩაფიძის მეუღლე ამნისტირებული პატიმარია

ელისო ჩაფიძის მეუღლე ამნისტირებული პატიმარია

გასულ შაბათს, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ და ბიზნესმენმა დავით მიქაბერიძემ გელათის ტაძარში დაიწერეს ჯვარი. როგორც ირკვევა, არცთუ შორეულ წარსულში დავით მიქაბერიძე სასჯელსაც იხდიდა. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ყველა სიახლე" მის ადვოკატ თამარ აბესაძეს დაუკავშირდა:

- დავით მიქაბერიძე, რომელიც ბიზნესმენ ჯონი გიგანის ნათესავია, იმხანად მასთან ერთად მუშაობდა სავაჭრო კომპლექს "მორკინალში" დირექტორის თანამდებობაზე. ერთ დილას სამსახურში მიმავალ მიქაბერიძეს სამოქალაქოფორმიანმა პოლიციელებმა ყაჩაღებივით გზა გადაუკეტეს და მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მიქაბერიძე მათ არ დაემორჩილა და კარგადაც მოიქცა, თორემ უთუოდ ნარკოტიკული დანაშა­ულის მსხვერპლი გახდებოდა (პოლიცია ამტკიცებდა, ვითომდა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიქაბერიძეს ნარკოტიკები ჰქონდა). ჩათვალა, რომ კრიმინალურ ჯგუფთან ჰქონდა საქმე, გაარღვია მანქანების კორდონი და მიაღწია სამსახურამდე, "მორკინალთან" მისული კი მანქანიდან გადმოვიდა და ხელები ასწია. ნარკოდანაშაულის "ფაქტი" რომ ჩაუვარდათ, ეს ადამიანი პასუხისგებაში მისცეს ორი ნაკლებადმძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ნივთის დაზიანება. პოლიციაში მას აიძულებდნენ ეთანამშრომლა და მისთვის სრულიად უცნობი პირისთვის დაედო ხელი, პოლიციას საქმე რომ მისცემოდა. უარის მიღების შემდეგ სასტიკად ნაცემი მიქაბერიძე სამმართველოდან გამოუშვეს, ბრალი კი 2 თვის შემდეგ წარუდგინეს მოგვიანებით, პრო­კურატურამ საპროცესო გარიგება შემოგვთავაზა, რაზეც მიქაბერიძემ უარი განაცხადა, ამბობდა, რომ მართალი იყო.

სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა და დავით მიქაბერიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დავით მიქაბერიძე თავდაპირველად გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი რუსთავში გადაიყვანეს. მას იანვარში ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა.