"შეიარაღებული ძალებიდან დამითხოვეს 2010 წელს. ხელმძღვანელობის მხრიდან ხდებოდა სხვადასხვა ბინძური მეთოდებით ადამიანების დათრგუნვა.მიწირს დეტალებზე ვისაუბრო იმიტომ, რომ დღემდე ათასი მუქარა განვიცადე იმ ადამიანების მხრიდან, ათასი საბოტაჟი და და ათასი პროვოცირება. ჩემ საქმეში ბევრი დეტალია, რაც სიმართლეს მოჰფენს ნათელს. მაგალითად, აღურიცხავი ტყვია-წამლის ჯარისკაცებისთვის "ჩადება" კომპრომეტირების მიზნით - დღეს ვინმეს უკვირს, რომ სადმე ორმოში ამხედრო საბრძოლო მასალას პოულობენ? თავი და თავი თავდაცვის სამინისტროდან მოდის", - აცხადებს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ინჟინერ-ოპერატორი, განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი ლეიტენანტი დავით ნემსაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მოცემულ ინტერვიუში სათაურით დავით ნემსაძე: "თავდაცვის სამინისტროში ისევ რჩებიან "მასტერას" კადრები".
"პოლკოვნიკი ურიდია, შენგელია, ფოჩხუა, ვიცე-პოლკოვნიკი ავთანდილ ჯიქია, მაიორი მაჩიტიძე, კაპრალი ონიანი - სწორედ ესენი იყვნენ უამრავი უბედურების ორგანიზატორები, მაგრამ ხელშემწყობი იყო ამათი სისტემა და იმდროინდელი ახალაის დამორჩილებული სამხედრო პოლიცია, რომელიც ამათ ბიძურ საქმეებს "აპრავებდა" ჰაერზე არ ვსაუბრობ, ამის მტკიცებულებები არსებობს. პირველი დათხოვნიდან ზუსტად 3 თვეში აღმადგინეს, რადგან საქმეში ათასი ბრალეულობის მტკიცებულება იყო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მიმართ ანუ წარმოიდგინეთ - "მეთაურის ღირსების შეურაცხმყოფელი" და "კონტრაქტის მრავალჯერადი დამრღვევი" 3 თვეში აღდგა სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნემსაძე.
"დამიბარეს ღამის 3 საათზე ვინმე მასტერასთან, რომელიც გამეცნო გია დგებუაძძედ. მან მითხრა, რომ მე მართალი კაცი ვიყავი და რომ ის ჩემს საქმეს გაეცნო, თუმცა ავიაციის პოლკოვნიკების დასჯა სხვა საკითხი იყო მე ეს არ უნდა მომეკითხა. ის მირჩევდა, ჩემს ხელთ არსებული მასალა არ გადამეცა არავისთვის, კერძოდ, ჟურნალისტებისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში გამანადგურებდა. მას საუბარი ჰქონდა ჩემ მიერ გადაღებულ მასალებზე, რომლებიც ამხელდა სისტემურ დანაშაულს, როგორც კორუფციის, ისე სამხედრო დანაშაულებათა თვალსაზრისით. მოკლედ, სამსახურში აღვდექი მასტერას პირადი კონტროლის ქვეშ. 26 მაისის შემდეგ დამიბარა მან და დაზვერვის უფროსმა ენდელაძემ. მეუბნებოდნენ, რატომ არ ვწერდი პოლიტიკური შინაარსის ცნობებს. ვუთხარი, რომ სამხედრო პირი ვიყავი და არ მქონდა ვალდებულება პოლიტიკაში ჩამეყო ცხვირი. დგებუაძემ მითხრა, რომ სამშობლოს უჭირს, უნდა ჩაერიოო. ვუპასუხე, მაშინ ამას პოლიტიკური სპექტრიდან ოპოზიცია მიხედავს-მეტქი. ამ სიტყვების შემდეგ ფეხები დამიდო ცხვირწინ და მითხრა: შენთან ყველაფერი გარკვეულიაო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რამდენიმე დღეში ახალიას კაბინეტში აღმოვჩნდი, სადაც ახალაიას დღევანდელმა ვაიპარლამენტარმა ბუცხრიკიძემ უთხრა, რომ მე დავუპირისპირდი ავიაციის პოლკოვნიკებს. ახალაიამ მკითხა, თუ რას ვერჩოდი იმ პატიოსან ადამიანებს. ჩემი პასუხი იყო, რომ ისინი იყვნენ ქურდები. მაშინ ახალაიამ მკითხა - ამის თქმა გმირობა თუ მეგონა. ვუთხარი, რომ თუ გმირი არა, არც ლაჩარი არ ვიყავი. ამის მერე ცარიელი ფურცელი მომცა ხელში - თუ ლაჩარი არა ხარ, მაშინ აგერ განცხადება დაწერე და წადი სამსახურიდანო.ნ მე ხაზი გავუსვი - პატაკს წასვლის შესახებ არ დავწერ-მეთქი! ახალაიამ გადახედა ბუცხრიკიძეს : რამდენს ბედავს ეს, გაიყვანეთ სასწრაფოდო. გამიყვანა დაცვამ, ორ დთეში დამითხოვეს. მიზეზი ორი თვის შემდეგ გავიგე, თურმე კადრების შემცირება მოიმიზეზეს", - განმარტავს დავით ნემსაძე.
"მასტერას კადრებს ახლაც მფარველობენ. თავად გადაამოწმეთ - ქვედა ეშელონები დაითხოვეს, მასტერას ქვედანაყოფიდან ზედა ეშელონი იქ რჩება. ანუ რა გამოდის - ქვედა ეშელონი დავალებას ვისგან იღებდა, თუ არა ზედა ეშელონისგან? ეს იგივეა, ცხენს ვერ მოერიო და უნაგირი დაამტვრიო. უფრო კონკრეტულად დაგისახელებთ: მასტერას მარჯვენა ხელს ლევან გაბუნიას, ალასანიას მრჩეველი ვინმე გეგეჭკორი მფარველობს და ის მისი რეკომენდაციით სამხედრო დაზვერვაში დაწინაურდა. მექნება პრეტენზია გაბუნიას მიმართ, როცა ჯოჯოხეთს გაგატარებინებენ, როცა პირად საქმეს დგებუაძესთან ერტად ლევან გაბუნია გაარჩევს... როცა სერგო თეთრაძის თაანაგამომძიებელი ზურაბ გოგიჩაიშვილი იქნება შენი გამომძიებელი, რომელიც დღესაც დასაქმებულია და რომელიც მეუბნებოდა: "მეტყვის მასტერა? დაგიჭერ შენ. მეტყვის მასტერა - დავიჭერ იმათ!" - დასძენს რესპონდენტი.