პატიმრების წამების ყველაზე სასტიკი მეთოდები

პატიმრების წამების ყველაზე სასტიკი მეთოდები

პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდები, რომელთაც შარშან, სექტემბერში, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მოეფინა ნათელი, 21-ე საუკუნის ქართული პენიტენციური სისტემის კოშმარულ სინამდვილედ იქცა. შევეცადეთ გაგვერკვია, რა სისტემური წამების მეთოდებით "გაითქვა" სახელი ჩვენმა პენიტენციურმა სისტემამ ყოფილი რეჟიმის პირობებში.

1. გაუპატიურება ხელკეტით (ეს უკანასკნელი მეთოდი პირველად შემუშავდა და გამოიყენა პინოჩეტის რეჟიმმა ჩილეში). მას დაემატა ქართული ვარიაცია - ცოცხით გაუპატიურებაც.
2. დახვრეტის იმიტაცია
3. "საწამლავის მიცემა" - პატიმარს ასმევდნენ სითხეს და არწმუნებდნენ, რომ მასში გარეული იყო შხამი და საშინელი წამებით და ტკივილებით დაიღუპებოდა.
4. პატიმარს ათავსებდნენ საწამებელ საკანში და აყურებინებდნენ სხვა პატიმრების სასტიკ ცემა-წამებას.
5. პატიმარს არ აძლევდნენ ძილის საშუალებას - მთელი ღამის განმავლობაში ანთებულს ტოვებდნენ კაშკაშა ნათურას (ან პერმანენტულად ანთებდნენ და აქრობდნენ).
6. მორგში, პატიმრების გვამებთან ერთად ჩაკეტვა.
7. თავზე დაშარდვა.
8. პირში ჩაფურთხება.
9. პატიმარს ათავსებდნენ ფუქსში, სადაც მანამდე მოისაქმა სხვამ და კეტავდნენ მთელი დღის განმავლობაში.
10. სხეულის ამოწვა სიგარეტით.
11. სიკვდილმისჯილთა საკანში მოთავსება.
12. წყლით დატბორილ კარცერში, ნახევრად სარდაფში ჩასმა
13. პატიმრებს კარცერში საკვებს აძლევდნენ ფეკალური მასით დაბინძურებული ე.წ. მისკით. საკვებად გამოიყენებდნენ "ატხოდებს", კვების ნარჩენებს, ფაქტობრივად - ღორის სალაფავს (პატიმრებს უხაროდათ ოთხშაბათის და პარასკევის დადგომა, რადგან მენიუში ლობიო ჰქონდათ. შაბათობით საპატრიარქოდან დაწესებულებებში შედიოდა თევზი, რაც მათთვის დელიკატესი იყო.
14. ცივი ან ცხელი შხაპის ქვეშ დაყენება (როგორც ამბობენ, აბანოში არ იყო სათვალთვალო კამერა და ამიტომ ძირითადად იქ აწამებდნენ პატიმრებს).
15. ფეხებით ჩამოკიდება და ცემა რკინის ჯოხებითა და კასტეტით, რაც ნეკნების ჩამტვრევით სრულდებოდა.
16. ელექტროშოკით წამება.
17. სულიერად ავადმყოფ ადამიანებს ათავსებდნენ ფუქსებში (იგივე - კარცერი) და კისერზე ჯაჭვშებმულს ძაღლივით აბამდნენ. მსხვერპლს იქვე ედგა "მისკა" სალაფავით, ციხის თანამშრომლები მას აიძულებდნენ ეყეფა და ამ სანახაობით ხალისობდნენ.
18. პატიმრების გაშიშვლება და "შმონის" ჩატარება.
19. პატიმარს ორი წუთით აგდებდნენ აბანოში და რომ ვერ ასწრებდნენ დაბანას, ამის გამო "დუბინკებით" სცემდნენ.
20. ფრჩხილების დაძრობა.
21. "ქურდების მონათვლის რიტუალი" - ფეკალიებისგან ჩაურეცხავ უნიტაზში ასველებდნენ ცოცხს და წუწავდნენ პატიმრებს, რომლებსაც "ქურდობა" სწადდათ.
22. ე.წ. გუანტანამოს მოხრჩობის მეთოდი - ადამიანს თავზე წამოაცვამდნენ ცელოფანს და ზონარებით ყელზე უჭერდნენ (გაგუდვამდე აძრობენ ცელოფანს და ადამიანი კონვულსიაში ვარდება - კრუნჩხვა ემართება).

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/82288-pastimsresbis-tsasmesbis-yveslasze-sasstiski-mesthosdesbi.html#ixzz2ZUPUOSeD