"იხარჯება ძალიან დიდი ფული იმისთვის, რომ გაათეთრონ "ნაცისტური" პოლიტიკა და როგორმე გააშავონ ახალი ხელისუფლება. აგერ, ჩემს ხელთაა ჟურნალი "კორესპონდენტი", საკმაოდ სოლიდური გამოცემაა, სადაც თავფურცელზეა გამოტანილი ასეთი სათაური: "საქართველო უკან ბრუნდება, ახალი ხელისუფლება სააკაშვილის რეფორმებს აჩერებს". ძალიან ცუდი სტატიაა, თურმე სააკაშვილი მართლა "დემოკრატიის შუქურა" იყო და ახლა ხელისუფლებაში მოვიდნენ რეაქციული ძალები, ანუ საქართველოში პრაქტიკულად მოხდა კონტრრევოლუცია. თურმე ანტიქართულმა ძალამ გაიმარჯვა. რამდენიმე თვის წინ, სანამ გრიგოლ ქათამაძე იყო ელჩი, უკრაინაში ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და გამართა სულ ორი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საერთოდ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია უკრაინის პრეზიდენტთან, პარლამენტთან და მთავრობასთან", - აცხადებს უკრაინიდან სტუმრად ჩამოსული პროფესორი, უკრაინის "ბიზნესასოციაციის" მრჩეველი, გია სიგუა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალების" ფარული ვიზიტები უკრაინაში".
"ისე ჩააწყვეს, რომ რომელიღაც მესამეხარისხოვანმა ჟურნალმა მოიწვია. შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ უკრაინულ ოპოზიციურ პარტიასთან. პოლიტიკაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პრეზიდენტი ჩავიდეს რომელიმე ქვეყანაში, საერთოდ კონტაქტი არ ჰქონდეს ხელისუფლებასთან და ხელშეკრულება გააფორმოს ოპოზიციურ პარტიასთან. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა დაიწყო ლანძღვა ახალი ხელისუფლების. ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდნენ ქათამაძე და ჩეჩელაშვილი. აი, ასე დაწანწალებს ჩვენი პრეზიდენტი ტურისტივით, არანაირ მოლაპარაკებებს ე გარ აწარმოებს, არანაირი დოკუმენტი არ რჩება, კაცმა არ იცის, სად რას აკეთებს. ძალიან სოლიდურ გაზეთებში ქვეყნდება საშინელი მასალები, თითქოს ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო დაინგრა. არსებობს ასეთი გაზეთი: "ზერკალო ნედელი", სადაც შავით თეთრზე წერენ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა გაჩაღებული, პოლიტიკური ანგარიშსწორება, "ნაცისტებს" თურმე არაფერი დაუშავებიათ. საქართველოს მხრიდან არის სრული დუმილი. ასეთ საქმეებზე "ნაცისტები" ადრეც ხარჯავდნენ უზარმაზარ ფულს და ახლაც ხარჯავენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია სიგუა.
"ოქტომბრამდე თარგამაძე სულ კიევში იყო. ჩვენ ვიცით, 2010 წლის არჩევნებში როგორ ჩაერივნენ და რა ჩაიდინეს, მაგრამ გავლენა შემდგომშიც ჰქონდათ. მაგალითად, მე შარშან საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე კიევში და ოფისთან 6 დაბურულმინებიანი მანქანა იდგა, რომლებიც საქართველოს უშიშროებას ეკუთვნოდა. ჩემი თითოეული სიტყვა საელჩოში მიდიოდა. ჩემი ინფორმაციით, ბელორუსში ახლანდელი ელჩი გივი თარგამაძის რეკომენდაციით დაინიშნა. თარგამაძე სულ უკრაინაში იჯდა, მიცემული ჰქონდა ძალიან დიდი თანხები. მაგალითად, უკრაინის ქუჩებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ბილბორდები საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძისა და ელჩის, ქათამაძის სურათებით. თქვენ თბილისში სადმე გინახავთ, რომ რომელიმე ელჩს თავისი სურათები გამოეკრას? მე მგონი, ასეთი რამ არც რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს გაუკეთებია. აი, ამაშიც კი დიდი ფული იხარჯებოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"უკრაინაში ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ვერც კი დავწერთ, ჯერ მტკიცებულებები უნდა მოვიპოვოთ, "დავერბოვკება" და გადაღებები სხვაგანაც მიდიოდა, უბრალოდ, პიროვნებებს ვერ დავასახელებ, ბის უკვეთებდნენ. არ არსებობდა მეთოდი, რომელსაც თარგამაძე და მისნაირები არ იყენებდნენ. დღეს უკრაინასა და ბელორუსში მაინც პრესას აწვებიან "ნაცისტები", ასე ქმნიან თავიანთ იდეოლოგიეს და აშავებენ "ქართულ ოცნებას". ახლა "ნაცისტები" აშკარად, ანუ დაუფარავად ვეღარ მუშაობენ. უკვე ვთქვი, ახალი ელჩი მოვიდა, ჭკვიანი კაცი ჩანს და ვფიქრობ, სიტუაციას გამოასწორებს, ალბათ, სამარცხვინო სიტუაცია დამთავრდება", - დასძენს გია სიგუა