ქართულ მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ქართული ჯარი ირანში წარმოებული კვერცხით იკვებება. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შეიარაღებულ ძალების კვებას უზრუნველყოფს ორი კომპანია - "ქართული კვების კომპანია" რომელსაც შემოაქვს "კოდას" კვერცხი და კომპანია "ელფი" რომელსაც შემოაქვს "სავანეთი" წარმოებული პროდუქტი. თავდაცვის სამინისტრო პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. წლის ბოლომდე, ქართული ჯარის კვების მომსახურებაზე გამოყენებული საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტების მთლიანი ღირებულება 45%-მდე იზრდება. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ქართული პროდუქტის ხვედრითი წილი მინიმუმ 55%-ს მიაღწევს.