საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ სტრასბურგის სასამართლოში „ფარას“ კანონზე ქართველი „ენჯეოების“ სარჩელზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი სახის დოკუმენტებისა და კანონმდებლობის შეჩერება დროებითი მექანიზმის გამოყენებით არ ხდება.
„მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ასეთი სახის დოკუმენტებისა და კანონმდებლობის შეჩერება დროებითი მექანიზმის გამოყენებით არ ხდება. ეს არის სახელმწიფოს მიერ მიღებული სუვერენული გადაწყვეტილება და ის ფაქტი, რომ დარეგისტრირდა [სარჩელი], არაფერს ნიშნავს. კანონი მუშაობას აგრძელებს და დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი „ფარას“ კანონზე სტრასბურგში დარეგისტრირდა. „ენჯეოები“ კანონის მოქმედების შეჩერებას არ ითხოვენ.