წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოეწყო და მიზნად წარმატებული მოსწავლეების წახალისებას ისახავდა.

დაჯილდოების ცერემონიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლალი სიჭინავა ესწრებოდნენ, რომლებმაც სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს 100 ოქროს მედალოსანი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100 - და 70 - პროცენტიანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულები და მათი სკოლები.