შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობისთვის 2011 წლიდან ძებნილი საბა კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2011 წლის 29 იანვარს წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებულ გიორგი ჯიმშელეიშვილს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საბა კ. ძებნილად გამოაცხადეს. ჩადენილი დანაშაულისთვის მას 9 წლითა და 9 თვით თვისუფლების აღკვეთა იმავე წელს, დაუსწრებლად მიესაჯა.

სამართალდამცველებმა ძებნილი მიმდინარე წლის 9 ივნისს ხაშურის რაიონის სოფელ გომში დააკავეს. საბა კ. ამ დროისთვის ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია გადაყვანილი.