ხერხემალყოფილის დაკავება ნაცმოძრაობისთვის ერთგვარ ლუსტრაციად იქცა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი გისოსებსმიღმა აღმოჩნდა, ყოფილ მმართველ გუნდში, როგორც ,,ვერსიას’‘ კონფიდენციალური წყარო ეუბნება, ერთობ უცნაური პროცესები დაიწყო.
წყაროს ნათქვამს, ასე ვთქვათ, მზის გულზე მომხდარი მოვლენებიც ამყარებს. ასე, მაგალითად, უშიშროების მდივნის თანამეცხედრემ, ჟურნალ ,,ტაბულას’‘ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც ხშირად არამოტივირებულად იცინის ხოლმე, მიხეილ სააკაშვილს სულ წუწკი ეძახა და არც იმის თქმა დავიწყებია, რომ თუკი ნაცმოძრაობა სააკაშვილის ჰომოფობიურ განცხადებებს არ გაემიჯნება, ექსმმართველი პარტიის მხარდაჭერაზე უარს იტყვის. ჩერგოლეიშვილს მხარი, პირდაპირ თუ ირიბად, თბილისის მერმა გიგი უგულავამაც აუბა და პრეზიდენტი კეკლუცობაში დაადანაშაულა. ,,სააკაშვილის გამონათქვამი 17 მაისის მოვლენებზე ერთ ნაწილში არ მომეწონა და ამას ღიად ვამბობ. სააკაშვილის განცხადებას ჰქონდა დეტალი, რომელსაც კეკლუცობის დეტალს დავარქმევდი’‘, _ განაცხადა ბატონმა მერმა. იმის თქმა, რომ უგულავამ მერაბიშვილის დაჭერა ძალიან განიცადა და სააკაშვილსაც ,,აღელვების ნიადაგზე’‘ ,,მისცხო’‘, ალბათ, ,,ყურით მოთრეული’‘ იქნება, რამეთუ წლებია, კულუარებში ამბობენ, გიგი და ვანო ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენო. ასევე, ცნობილია, რომ გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი ურთიერთსიმპათიით არასოდეს გამოირჩეოდნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ ორმა გავლენიანმა ,,ნაცმა’‘, ანუ ბოკერიამ, უფრო სწორად, მისმა მეუღლემ და უგულავამ სააკაშვილზე იერიში რატომ მიიტანეს? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაცმოძრაობამ სააკაშვილისგან გამიჯვნა დაიწყო. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ნაცებისგან დისტანცირებას თავად სააკაშვილი ცდილობს. ეს ვერსია, შესაძლოა, დაუჯერებელია, მაგრამ კონფიდენციალური წყაროების მონაცემებით, არსებობს ალბათობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სააკაშვილმა განაცხადოს, ყველა უბედურება, რაც 9 წლის განმავლობაში მოხდა, ბოკერიაუგულავამერაბიშვილის მიერ იყო დაგეგმილშესრულებული და მომხდარის შესახებ პოსტფაქტუმ ვიგებდიო. ამას, ცხადია, არავინ დაიჯერებს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მიშა ,,წამებულად’‘ იქცევა, ანუ ერთთავად ,,შეშფოთებული’‘ ევროპელამერიკელები კიდევ ერთხელ შეშფოთდებიან, რა შავ დღეში ყოფილა, ეს საწყალიო და, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ სააკაშვილი რომელიმე გავლენიან დასავლურ ორგანიზაციაში მსუყე თანამდებობაზე დანიშნონ. ისე, სააკაშვილს ასეთ მომავალს პრეზიდენტად არჩევის დღიდან უწინასწარმეტყველებენ. ეს ,,წინასწარმეტყველება’‘, შესაძლოა, არ გამართლდეს, მაგრამ სააკაშვილი იმ ასაკში არაა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შინ დაჯდეს და მემუარების წერა დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომზე სააკაშვილს ჩვენების მიცემა მოუწევს. ზოგი დარწმუნებულია, რომ ,,ვარდოსანი’‘ პრეზიდენტი გისოსებს ვერ გადაურჩება. სხვათა შორის, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში’‘ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ვანო მერაბიშვილმა გამოძიებას თითქოს სკანდალური ჩვენება მისცა, რომლის საფუძველზეც უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ყოფილი მინისტრები და ნაცმოძრაობის სახეები დააკავონ...
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ვანო მერაბიშვილის დაკავების დღეს, პოლიტიკურ კულუარებში ითქვა, თითქოს სააკაშვილმა გიგა ბოკერიას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დადასტურდა, მაგრამ საქმეში ჩახედულნი ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანს აუცილებლად გაწირავს! რას აძლევს ხელს სააკაშვილს ბოკერიას მოხსნა? _ ამ თემაზე მსჯელობა ორი ვერსიით შეიძლება. ვერსია პირველი: გიგა ბოკერია ერთერთი მათგანია, ვინც საზოგადოების უმეტესობას ნერვებს ჯერ კიდევ ,,ვარდების რევოლუციამდე’‘ უშლიდა. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ბოკერიამ სახელი სხვადასხვა სექტის მიმდევართა დაცვით გაითქვა. მერე, ,,თავისუფლების ინსტიტუტში’‘ ტრანსფორმირდა, ,,ვარდების რევოლუციის’‘ დროს კი, ,,კმარას’‘ იდეოლოგი იყო... ისე, დღესაც არსებობს მოსაზრება, რომ 17 მაისის მოვლენების, ანუ ლგბტების აქციის უკან ბოკერია და მისი ,,სომეხი ჰომოსექსუალი’‘ მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი იდგნენ (,,სომეხ ჰომოსექსუალს’‘ ქალბატონი თამარი საკუთარ თავს თვითონ ეძახის). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს სწორედ ლგბტ მოქალაქეების საბაბით დაუპირისპირდა. ,,პრეზიდენტო, თქვენ წუწკი ხართ და, გარდა იმისა, რომ წუწკი ხართ, ინსტინქტებიც დაგჩლუნგებიათ. ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება ხელისუფლებაში ვერ დაგაბრუნებთ?! თუ ნაციონალური მოძრაობა არ გაემიჯნება პრეზიდენტის კატასტროფულ განცხადებას ლგბტ თემის აქციის თაობაზე, მე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად აღარ განმიხილოთ. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი დაკარგეთ, ერთი მარგინალი „სომეხი ჰომოსექსუალი’‘ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცდებით’‘, _ ეს განცხადება ჩერგოლეიშვილმა ,,ფეისბუქზე’‘ მას შემდეგ ,,დაასტატუსა’‘, რაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივის მიგების ადგილთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა მიზანშეწონილი არ იყო.’‘ მოკლედ, სააკაშვილი ალბათ ფიქრობს, რომ მარგინალი ბოკერია ჩერგოლეიშვილის ჩამოცილებით რეიტინგს ისევ ,,აკრეფს’‘. სხვათა შორის, ეს ,,კარტი’‘ პრეზიდენტმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგაც გაათამაშა _ მაია ნადირაძე და სხვა ოდიოზური ფიგურები ,,საჯარო პოლიტიკას’‘ მოარიდა და სემეკსა თუ სხვა უწყებებში დაასაქმა...
როგორც ჩანს, ბოკერიაც ხვდება, რომ სააკაშვილი მის მოცილებას ზემოხსენებული სქემით აპირებს და, ალბათ, ამიტომაც მიახალა ჩერგოლეიშვილმა პრეზიდენტს, ამ გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიო. რაც შეეხება ბოკერიას ჩამოცილების მეორე ვერსიას, კონფიდენციალური წყაროების თქმით, ,,ოცნების’‘ ცალკეულ ლიდერებსა და სააკაშვილს შორის თითქოს მოლაპარაკება შედგა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ბოკერიას მოხსნის და უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, სავარაუდოდ, გია ხუხაშვილი დაიკავებს. რას მიიღებს სააკაშვილი ბოკერიას გაწირვის სანაცვლოდ, უცნობია. ასევე, ამ ეტაპზე ,,ოცნება’‘ პირად საუბრებშიც არ ადასტურებს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაძლოა, გია ხუხაშვილი გახდეს. ისე, თვალშისაცემია, რომ ბოლო მოვლენებზე ხუხაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია... ასე და ამგვარად, ჩასაძირად განწირული სააკაშვილი თავის გადარჩენას ცდილობს. გულხელდაკრეფილნი არც მისი მოქმედი თუ ექსთანამებრძოლები არიან. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ბოკერიას მართლა მოხსნის, ქართული პოლიტიკური თამაშები ახალ ფაზაში შევა. საერთოდ, დიდი ხანია, კულუარებში მუსირებს მოსაზრება, რომ ბოკერიამ შესაძლოა, ახალი, ნაცმოძრაობის საპირწონე პარტია დააარსოს, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს, მესამე პოლიტიკური ძალა გახდეს.