საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. ცერემონიალს დაესწრო ასევე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ აშშ-ს თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა მიიღო. მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადაეცა აშშ-ს საზღვაო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ მატრიკ მაკგის, აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილეს, მაიორ კრისტ ტოდოროპულოსს და ოპერაციების კოორდინატორს საქართველოში, I კლასის სერჟანტს პედრო დე ლავიესკას.