ქართული პოლიტიკური ცხოვრება ახალი წლების შემდეგ საკმაოდ გააქტიურდა. პარლამენტმა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაზე უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია უნდა მიიღოს. თავდაპირველად თითქოს და ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ რეზოლუციაზე შეთანხდნენ, საბოლოოდ კი მივიღეთ მხოლოდ „ქართული ოცნების“ რეზოლუცია. ამის პარალელულად, საკანონმდებლო ორგანოში ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. ამ ყველაფრის ფონზე კი „ნაციონალური მოძრაობაში“ ჯერ კიდევ ფიქრობენ პარლამენტში შევიდნენ თუ არა.
მოკლედ, მთელს ამ პოლიტიკურად დატვირთულ მოვლენებს for.ge-სთან უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე აფასებს.
უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია, რომელიც თავიდან მმართველ გუნდს და ოპოზიციას ერთობლივად უნდა შეგექმნათ, ჩავარდა და საბოლოოდ, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ წარდგენილი რეოლუცია დაიწუნა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ოპოზიციამ ხელისუფლებას რატომ გაუწია წინააღმდეგობა და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მმართველი გუნდის რეზოლუციასთან ერთად, ოპოზიციის მიერ ცალკე წარმოდგენილი რეზოლუციაც ვიხილოთ?
- ოპოზიციის მხრიდან ალტერნატიულირ რეზოლუცია იქნება თუ არა, ვერ გეტყვით. თუმცა ვხედავთ, რომ რეზოლუციის ნაწილში ოპოზიცია ერთიანი არ არის. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სხვდასხვა ტექსტზე მიდის საუბარი და საბოლოო ჯამში, თავად არ იციან, ექნებათ თუ არა რეზოლუცია. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ძალიან კარგად წაიკითხონ ის ტექსტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და რომელიც გამომხატველია ყველა იმ მთავარი მიმართულების, რომლითაც ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ გამოვხატავთ მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი უკრაინის ხალხის მიმართ. რეზოლუციაში პირველი და მთავარია, რომ მითითებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი აღიარება და სუვერენიტეტის პატივისცემა. საუბარია ასევე იმაზე, რომ ნებისმიერი ექსკალაცია და ომი დაუშვებელია. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ექსკალაცია დაშვებული არ იქნეს.
ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია იმის თაობაზე, რომ უკრაინის სუვერენული უფლებაა ნებისმიერ ალიანსში გაწევრიანდეს და ვერც ერთ მესამე ქვეყანას არ უნდა შეეძლოს გავლენის მოხდენა ამ გადაწყვეტილებაზე.
ასევე, ჩვენ, პარლამენტი საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ მთავრობამ დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ პროცესის დეესკალაციას შეუწყობს ხელს და უკრაინის სუვერენიტეტი და ტრიტორიული მთილიანობა დაცული იქნას.
რეზოლუციის შინაარსი ბატონო გივი გასაგებია, კონკეტულად ოპოზიციამ რატომ თქვა უარი „ქართული ოცნების“ მიერ შედგენი რეზოლუციაზე, მაშინ, როდესაც თავდაპირველად ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთიან პოზიციაზე იყავით, რომ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია უნდა შემდგარიყო?
- ოპოზიციის მხრიდან ძალიან უხერხულად ჟღერს ვიწრო პარტიული განცხადებების გაკეთება, რომლითაც თითქოსდა „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას არ გამოხატავს. ამ განცხადებას აკეთებს ის ძალა, რომელმაც 2008 წელს უგუნური ქმედებებით რუსეთს საშუალება მისცა, რომ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოეხდინა. იმავე წლის შემოდგომაზე სამარცხვინო რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ფაქტობრივად, ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში. „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა საკმაოდ დიდი ბრძოლის გადატანა საერთაშორისო ასპარეზზე, რათა სამართლებრივ ჩარჩოებში სამართლიანობა აღდგენილიყო და ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. ამიტომ, ამ ძალის მხრიდან რაიმე განცხადების გაკეთება უხერხულია. ზოგადად, ოპოზიციისთვის სამარცხვინოა ის გარემოებები, რომ ერთ მნიშვნელოვან პოზიციის დასაფიქსირებლად ვერ მობილიზებულან. არსებობს ტექსტი, რომელზეც შეთანხმება მარტივად შეიძლება და, თუკი ოპოზიციას სურს ძალიან იოლია იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც პოზიციის დაფიქსირება ჰქვია და რომლითაც პარლამენტი ერთიანი პოზიციით წარსდგება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მათი მხრიდან სპეკულაციური განცხადებები კეთდებოდა, თითქოსდა მაღალი რანგის პირების მხრიდან შესაბამისი განცხადებები არ გაკეთებულა. არადა საგარეო საქმეთა მინისტრის (რომელიც ასევე ვიცე-პრემიერია), მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, ასევე მან სატელეფონო საუბარი განახორციელა მის უკრაინელ კოლეგასთან. ასევე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მკაფიო მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა, ისევე როგორც თბილისის მერმა.
ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გასაგებია. თქვენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრი ხართ და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მთავრობის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრონ და უკრაინელ კოლეგებთან უშუალოდ გამართონ შეხვედრები?
- მთავრობას უკრაინელ კოლეგებთან და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია აქვს. პარლამენტში მეგობრობის ჯგუფია შექმნილი და ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და რადას საგარეო ურთიერთობის კომიტეტს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ჩვენ, დეპუტატები სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ხშირად ვხდებით ერთმანეთს. უახლოეს მომავალში იმედი გვაქვს, რომ სამმხრივი ასამბლეა - უკრაინა-საქართველო-მოლდოვის აღდგება და ამ ფორმატშიც გვექნება კომუნიკაცია. რაც შეეხება იქ ჩასვლას და ვიზიტს, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ვიზიტი ვიზიტისთვის. თუკი ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს განხილვის საკითხი, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ვიზიტი და რამდენად შედეგიანი იქნება ამ ვიზიტის განხორციელება.
სხვა თემებსაც რომ შევეხოთ. პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის ორი კანიდიდატის მოსმენა იყო. მმართველი გუნდისთვის მთავარი კრიტერიუმი რა არის, რითაც „ქართული ოცნება“ ისარგებლებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას?
- პროცედურები კანონმდებლობით შემდეგნაირად არის გაწერილი - პრეზიდენტი დამოუკიდებელ კომისიას ქმნის, რომელიც მსურველებს შესაბამისი კრიტერიუმით არჩევს და ახლა პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს ორი კანდიდატი წარუდგინა. ამ შემთხვევაში წარდგენილი იქნა - ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და აკადემიური წრიდან, ყოფილი არასამთავრებო სექტორის წარმოამდგენელი, პლატფორმა „2020“-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, თენგიზ თევზაძე. ორივე კანდიდატს აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ამ მიმართულებით მუშაობის სტაჟი.
თუმცა, როდესაც დღეს კანდიდატებს ვუსმენდით, პირადად მე დავაყენე საკითხი, პოლიტიკურად რამდენად მიუკერძოვებელი არაინ კანდიდატები და კეთილსინდისიერების კომპონენტი რამდენად არის მათ საქმიანობაში გათვალისწინებული.
პირველ კანდიდატთან, თენგიზ თევზაძესთან გასაუბრების დროს ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. ის რომელ არასამთავრობოსაც ხელმძრვანელობდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასილ ურუშუაძე, თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურის წინ, ნიკა მელიამ წარადგინა როგორც ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის მომავალი ხელმძღანელი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კავშირს „ნაცმოძრაობასთან“. თენგიზ თევზაძემ გასული წლის 9 ნოემბერს ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ პლატფორმა „2020“-ს არასოდეს განუცხადებია იმის თაობაზე, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ, როდესაც მათი ორგანიზაციის სოციალურ გვერდზე 5 ნოემბრით თარიღდება ლინკი, რომლის მეორე აბზაცში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. ამ მხრივ ჩვენ კეთილსინდისიერების პრინციპი ვერ დავინახეთ. ასევე ჩემი კოლეგებისგან დაისვა მის მიმართ კითხვები, რომელიც ეხებოდა თუ რა განცხადებებიც აქვს მას გაკეთებული პატიმარ სააკაშვილის მიმართ. მას სააკაშვილზე აქვს ნათქვამი, რომ უუფლებო პატიმარია და ვერ აგვიხსნა რატომ არის უუფლებო პატიმარი და თურმე სააკაშვილი, რომელიც კონკრეტულ საქმეზეა მსჯავრდებული, უნდა გათავისუფლდეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც ცალსახად გამოვლინდა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ვერ იქნება ნეიტრალური.
რაც შეეხება მოქმედ თავმჯდომარეს, მან გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში წარადგინა. წარმოადგინა ძალიან საინტერესო ხედვა, რომელიც მისი არჩევის შემთხვევაში ცესკოში დაინერგება. ჩვენ დავუსვით მას კითხვები და აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები მივიღეთ. მასთან მიმართებაში ნეიტრალურობა აშკარად იკვეთებოდა. გიორგი კალანდარიშვილს კომიტეტმა მხარი დაუჭირა და მისი კანიდატურა იქნება წარმოდგენილი.
გასაგებია, მმართველი გუნდი გიორგი კალანდარიშვილს უჭერს მხარს, თუმცა ოპოზიცია არა. რამდენი ხმა სჭირდება იმისთვის, რომ კალანდარიშვილი იქნას 5 წლით არჩეული და თუ ასე არ მოხდა, ისევ 6 თვით იქნება არჩეული?
- პალამენტის 2/3 სჭირდება, რომ 5 წლით იქნას ცესკოს თავმჯდომარე არჩეული. თუ საკმარისი ხმები არ იქნება, მაშინ კვლავ 6 თვით იქნება არჩეული. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა. ოპოზიცია მოსმენებს არ ესწრებოდა. ისინი ცდილობენ, რომ მთელი ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. თუმცა, ისინი ხედავენ, რომ მთელი ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალედ მიმდინარეობს. მათ მიერ მოწონებულმა კანდიდატმა ვერ გაიარა კეთილსინდისიერების ტესტი. ამიტომ, გამიჭირდება თქმა იმის, რომ ხმების 2/3-ის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს.
NDI-ის კვლევები გამოქვეყნდა, კვლევების თანახმად მმართველ პარტიას მხარს 24% უჭერს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 9%. რატომ დაეცა მმართველი გუნდის რეიტინგი?
- NDI-ის კვლევებს, სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცნობ, რადგან ცესკოს კანდიდატების მოსმენაზე ვიყავი გადართული. თუმცა ძირითადი პარამეტრები ვიცი. ეს კვლევები სარწმუნო არ არის და ამაზე ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია. სანდო კვლევა და შედეგები იყო 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა მხარდაჭერა. თუმცა, არასწორი კვლევებითაც ჩანს, რომ ოპოზიციას ფაქტობრივად მხარდამჭერი და ამომრჩეველი აღარ ჰყავს. ჩანს ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესი აღარ არის არც სააკაშვილი, არც ოპოზიციის უსაქციელო ქმედებები, ეს საერთოდ აღარ აინტერესებს.
დაბოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლა-არშემოსვლის საკითხს რგორ შეაფასებდით?
- „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშლილია, შიდა დაპირისპირებაა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც მკაფიოდ ჩანს. ამისი ნათელი დადასტურებაა ნიკა მელია, რომელიც ერთი წლის წინ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ახლა ჩამოაბოლარანტეს და სახელი შეუნარჩუნეს, ვითომ პარტიის თავმჯდომარეა. რეალურად კი, თბილისის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. რეალურ მმართველად განამწესეს რუსული ბიზნესიდან აღზევებული კობა ნაყოფია, რომელიც პატიმარ სააკაშვილის ყველა ახირების უპირებო შემსრულებელია. იმდენად არიან დაპირისპირებულები, რომ იმაზეც ვერ მიუღიათ გადაწყვეტილება, პარლამენტში შევიდნენ თუ არ შევიდნენ.