ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე გამოკითხვაზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ჭოლაძე 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება.

გიორგი ჭოლაძეს შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ - მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მძიმე საუბარი შედგა მამუკა ბახტაძესა და შს მინისტრს შორის“.

„რბილად ვიტყვი, ბახტაძე საყვედურობდა გახარიას, რატომ გააკეთა ეს, რა ხდებოდა“,- აღნიშნა ჭოლაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.