დღეს, თავდაცვის სამინისტროში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ სამხედრო პოლიციის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები უწყებრივი მედლით „სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის“ დააჯილდოვა.
სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ მისიას. მათი მთავარი მოვალეობა ქართველი სამხედროებისათვის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების პრევენცია იყო.