„სინამდვილეში, რა ხდება სააკაშვილის თავს? - ხდება ის, რომ არის ეჭვი, მისი გათავისუფლება უნდათ, როგორც შეშლილის“

„სინამდვილეში, რა ხდება სააკაშვილის თავს? - ხდება ის, რომ არის ეჭვი, მისი გათავისუფლება უნდათ, როგორც შეშლილის“

„ვარდების რევოლუციის დროს სააკაშვილს ჰქონდა ორი არჩევანი - ან უნდა ეთქვა, მე ვარ დამნაშავე და უდანაშაულო ადამიანი დავამხე, ან შევარდნაძე უნდა გამოეცხადებინა დამნაშავედ და დაეპატიმრებინა. როგორც მერე გამოჩნდა, შევარდნაძე ვერ დააპატიმრებინა, იმის გამო, რომ შევარდნაძეს ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა და იმის გამოც, რომ სააკაშვილს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება შევარდნაძის დასაპატიმრებლად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე ვარდების რევოლუციის ავტორი ციხეში ხვდება. გიული ალასანია ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსებში წევს, კმაყოფილი ვერ იქნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად კანონზომიერია ის, რაც ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე მოხდა, ანუ ექსპრეზიდენტისთვის შეფარდებული პატიმრობა?

- ვარდების რევოლუცია ეს იყო ტიპური სახელმწიფო გადატრიალება. როგორც არ უნდა შელამაზდეს ეს მოვლენა, ვარდებს დავარქმევთ, ყაყაჩოებს, თუ გვირილებს, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, ეს იყო არაკონსტიტუციური გზით, არა არჩევნების გზით ხელისუფლების დამხობა. თანაც, ამას რევოლუციას ვერ დავარქმევთ, რადგან ისტორიულად რევოლუცია ხდება ქვემოდან, ანუ ხალხი ახდენს რევოლუციას და მერე გამარჯვებული ხალხი მოდის ხელისუფლებაში. აქ მოხდა პირიქით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, ანუ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა - ზურაბ ჟვანიამ, ნინო ბურჯანაძემ, მიხეილ სააკაშვილმა მოახდინეს ძალაუფლების უზურპაცია. შევარდნაძესთან როცა იყოფდნენ ძალაუფლებას, ეს მათ არ მოეწონათ, უნდოდათ სრულად ძალაუფლების უზურპაცია და მოახდინეს ტიპური სახელმწიფო გადატრიალება. ეს გადატრიალება მოახდინეს პარლამენტის თავმჯდომარემ და საკრებულოს თავმჯდომარემ.

სხვათა შორის, სააკაშვილის მომხრეები პრეზიდენტყოფილის პლუსად მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა შევარდნაძე არ დააპატიმრებინა და კრწანისის რეზიდენციაში მშვიდად ცხოვრების საშუალება მისცა.

- როდესაც პირი დამნაშავეა, კრიმინალია და მას არ იჭერ გარკვეული მოსაზრებების გამო, ეს არის დანაშაულის დაფარვა, რაც დასჯადი ქმედებაა, საამაყო კი არ არის. სააკაშვილს ჰქონდა ორი არჩევანი, ან უნდა ეთქვა, მე ვარ დამნაშავე და უდანაშაულო ადამიანი დავამხე, ან უნდა ეთქვა, შევარდნაძე იყო დამნაშავე და დაეპატიმრებინა შევარდნაძე. როგორც მერე გამოჩნდა, შევარდნაძე ვერ დააპატიმრებინა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ, პირველი, შევარდნაძეს ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა და ის იყო მსოფლიო რანგის პოლიტიკოსი და, მეორე, სააკაშვილს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება შევარდნაძის დასაპატიმრებლად. თუ მას არ გააჩნდა შევარდნაძის სამხილი, ანუ მისი დაპატიმრების საფუძველი, ე.ი. სააკაშვილმა შევარდნაძე დაამხო ყველანაირი რეალური დანაშაულისა და მტკიცებულებების არქონის პირობებში. სააკაშვილმა ეს განახორციელა ძალაუფლების უზურპაციის მიზნით და არა იმ მიზნით, რომ დამნაშავე მოიშორა ძალაუფლებიდან.

რამდენად აქვთ არგუმენტი სააკაშვილის ოჯახის წევრებს და პირად ექიმს, მოითხოვონ მისი თავისუფლად მკურნალობა? არსებობს მედიცინაში თავისუფალი მკურნალობის მეთოდი პატიმრისთვის, თუ თავისუფლად მკურნალობა განაჩენის აღსრულების გადავადებას ნიშნავს?

- სააკაშვილი დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო პატიმარი, ვინაიდან ის გასამართლებულია და მისჯილი აქვს 6 წელი, მაგრამ ის ემალებოდა ქართულ მართლმსაჯულებას, გადახვეწილი იყო სხვა ქვეყანაში, უარი ჰქონდა ნათქვამი საქართველოს მოქალაქეობაზე, იყო უკრაინის მოქალაქე და არ ხერხდებოდა მისი ექსტრადირება საქართველოში, რადგან მას ჰყავდა უამრავი მფარველი დასავლეთში. მას შემდეგ, რაც ისევ დააპირა გადატრიალების მოხდენა საქართველოში, ამ მიზნით უკანონოდ გადმოლახა საზღვარი, შემოიპარა ტრაილერით და თავის დანაშაულებებს დაუმატა კიდევ ერთი დანაშაული, საზღვრის გადმოკვეთა, ის არის ბუნებრივ მდგომარეობაში, ის არის მისჯილი პატიმარი. თუმცა მას აქვს მიმდინარე საქმეებიც, მიმდინარე გამოძიებებით და კიდევ ვნახოთ, მისი ბრალი როგორ შეიცვლება და დამძიმდება. ასე რომ, პატიმრობაში მისი ყოფნა იურიდიულად გამართლებული და მორალურად გარდაუვალი აუცილებლობაა. ამას არა მარტო სამართალი და კანონი მოითხოვს, ამას მოითხოვდა და მოითხოვს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილმა შექმნა სისხლიანი რეჟიმი, რასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, მან შექმნა ციხეებში წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის სისტემა. ის ჩადიოდა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რაც დამტკიცებულია. სტრასბურგმა ეს საერთაშორისი დონეზე უფრო გაამყარა, დღევანდელი მონაცემებით, ასამდე საქმეა წაგებული, ანუ საქართველომ წააგო საქმეები იმ ადამიანების წინაშე, რომელთა 80%-იც ნაწამები იყო.

ანუ სააკაშვილს ვერც გადაუვადებენ სასჯელს და ვერც თავისუფალ მკურნალობას დაუქვემდებარებენ?

- ეს არის სისტემური დანაშაული, დასაბუთებული არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ეს იყო სისტემური დანაშაული, ვინაიდან ამ რაოდენობის საქმეები წააგო სააკაშვილმა. რაც შეეხება მის მკურნალობას ქალაქის კლინიკაში და, ასევე, თავისუფალ ნავარდობას, რასაც მისი დედა მოითხოვს, ჯერ აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მოთხოვნები, რასაც მისი ადვოკატები და გარემოცვა აყენებდა, ვინაიდან სააკაშვილი შიმშილობს, თურმე ის უნდა გადაიყვანონ ქალაქის საავადმყოფოში მულტიფუნქციურ კლინიკაში და იქ უნდა იმკურნალოს. პარალელურად, ისინი არ ასაბუთებდნენ, რა სახის მკურნალობაა ისეთი მკურნალობა, რომელიც არ შეიძლებოდა მოშიმშილეს ჩატარებოდა ციხის საავადმყოფოში და რომელი მკურნალობის საშუალება იყო სხვა კლინიკაში. ამის დასაბუთება არ ხდებოდა, რაც იწვევს სერიოზულ ეჭვს. თუკი შენ საკითხს აყენებ, რომ ციხის საავადმყოფოში არ არის შესაძლებელი იმ მიმართულებით მკურნალობა, რაც სააკაშვილს ესაჭიროება, მაშინ რა იყო შიმშილობიდან გამოწვეული ისეთი დაავადება, რომელზეც ქალაქის საავადმყოფოში შეიძლება ემკურნალათ? ასეთი რამ შიმშილობიდან გამოწვეული მიზეზით არ არსებობდა, რადგან სააკაშვილი არ შიმშილობდა, ეს იყო მისი მორიგი თაღლითობა. ჩვენ ვნახეთ ის საკვები, რომელსაც ეგენი საკვებ დანამატებს ეძახიან, მაგრამ საკვები დანამატები საკვებს ემატება, ჰაერში ხომ არ ხდება საკვები დანამატების გაშვება? საკვებ დანამატებს ღებულობდა კოვზით, კოვზით კი ადამიანი ჭამს მყარ საკვებს და არა სითხეს. ჩაის კოვზით წვენს ხომ არ მიირთმევდა? მიირთმევდა საკვებს. გამომზიურებული იყო, ასევე, მისი საკვები - ხბოს ღვიძლის პაშტეტები, ძვირადღირებული ფაფები... ანუ ის იყო ჯანსაღ კვებაზე. ამიტომ მაინტერესებს, თუკი სააკაშვილი არ შიმშილობდა, რომელი დაავადების გართულება ჰქონდა გამოწვეული, რომელსაც ციხის პირობებში ვერ მკურნალობენ? მაშინ, როცა ციხეში უამრავი პატიმარი სააკაშვილამდეც შიმშილობდა და ისინი მკურნალობას გადიოდნენ ციხის საავადმყოფოში. თუ ის ადამიანები შიმშილობისგან გამოწვეულ მკურნალობას გადიოდნენ ციხის საავადმყოფოში, მაშინ გამოდის, სხვა პატიმრებს არასრულფასოვნად მკურნალობდა სახელმწიფო? მაშინ ხომ ისინი ვერ გადარჩებოდნენ და დაიღუპებოდნენ? ასეთ შემთხვევას საქართველოს პენიტენციურ სისტემის უახლესი ისტორია არ იცნობს, რომ შიმშილობის შედეგად ადამიანს ვერ უმკურნალეს და ის გარდაცვლილიყო. სააკაშვილის პერიოდის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ვინმეს ვერ უმკურნალეს. სინამდვილეში, რა ხდება სააკაშვილის თავს? ხდება ის, რომ არის ეჭვი, მისი გათავისუფლება უნდათ, როგორც შეშლილის.

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩაიარა იმ ციკლმა, როცა სააკაშვილი სუპერგმირივით იყო და ახლა იგი უგულავას, მერაბიშვილის მსგავსად იჯდება ციხეში. შეიძლება ექსპრეზიდენტს სუპერგმირის სტატუსი მივუსადაგოთ მისი ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული იმ აქტივობების გამო, რაც მან ჩაიდინა ჯერ თავისუფლებაზე, შემდეგ კი ციხის საკანში ყოფნისას?

- რანაირად იყო სუპერგმირი? გმირები როდის იყვნენ, მაწვენებსა და არაჟნებში დამალულები შედიოდნენ საკუთარ ქვეყანაში? გმირობა კი არა, ეს იყო უდიდესი სირცხვილი, სამარცხვინო აქტი ისევე, როგორც სამშობლოს ღალატი, როცა პრეზიდენტი უარს ამბობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტიც ერთ დროს იყო. ისტორიულად ეს ერთადერთი შემთხვევაა, ამას ანალოგი არ აქვს, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი კეთილდღეობის გამო უარი ეთქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომ თანამდებობა დაეკავებინა უკრაინაში. ეს ხომ ანომალიაა და ასეთივე ანომალიაა, რომ ამ ქვეყანაში, რომელზეც შენ უარი თქვი, იპარები სატვირთო მანქანით. ეს თუ გმირობაა, მაშინ ანტიგმირობა რაღას ნიშნავს?!

 

მამია სანადირაძე სააკაშვილივით პროფესიონალი რევოლუვიონერი კამოც მასე განთავისუფლდა ციხიდან, საკუთარი ქაქი დაათოხლავა რომ შეშლილობა დაემტკიცებინა. ჰოდა, მიშას ისტორიული მაგალითი აქვს მოძმე კოლეგისგან. ვნახოთ თუ ეყოფა გამბედაობა...
2 წლის უკან
არაგველი641 ნანა კაკაბაძეს - ბრავო!
2 წლის უკან