ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისს ესტუმრა. ადმირალი ISAF-ის ოპერაციისთვის ქართველი სამხედროების მომზადების პროგრამას ადგილზე გაეცნო. დაათვალიერა სასწავლო კლასები და დააკვირდა საველე მომზადების მიმდინარეობას.
ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ქართველ სამხედროებსაც გაესაუბრა და ავღანეთში ISAF-ის მისიაში საქართველოს როლზე ესაუბრა. ადმირალმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონეს.
ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან ერთად ეროვნულ სასწავლო ცენტრს ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც სტუმრობდა. ამ დროისათვის ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში ISAF-ის მისიისთვის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გადის მომზადებას.