მწერალ დავით ტურაშვილს, რომელმაც სააკაშვილს პირდაპირ ეთერში აგინა, პრეზიდენტის გრანტი მისცეს

მწერალ დავით ტურაშვილს, რომელმაც სააკაშვილს პირდაპირ ეთერში აგინა, პრეზიდენტის გრანტი მისცეს

ნაციონალებმა გია ნოდიას კეთილგანწყობა 800 ათასად იყიდეს?!

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მედიის განვითარებისთვის გამოყოფილი მილიონი ლარი ორ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გადანაწილდა _ 800 ათასი ლარი გია ნოდიას ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს’‘ ერგო, 200 ათასი კი _ ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდს ,,სიცოცხლე მშვენიერია’‘. ამ ორმა ორგანიზაციამ მიღებული თანხა, თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორზე შვიდკაციანი კომისიის დახმარებით გადაანაწილა. პრეზიდენტის ,,საჩუქარი’‘, როგორც ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას გია ნოდია აცხადებს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილსა და მწერალ დავით ტურაშვილსაც ხვდათ.

_ პრეზიდენტის ფონდის მიერ გამოყოფილი მილიონი ლარიდან, გრანტის მისაღებად, განცხადება სხვადასხვა ტიპის ასამდე ორგანიზაციამ შემოიტანა. ეს განცხადებები დამოუკიდებელმა კომისიამ განიხილა და გადაახარისხა. საერთოდ, ჩემი მისამართით ორი შეკითხვა არსებობს: რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა აღნიშნული ფონდის შექმნა და რატომ მივეცით სამოქალაქო სექტორს ფული? სააკაშვილის გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, ამიტომ ორივე კითხვას თავად უნდა უპასუხოს.

_ ცოტა დაუჯერებელია, რომ არ იცოდეთ, რატომ და რა მიზნით მიიღეთ პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი მილიონი ლარიდან საკმაოდ სოლიდური თანხა...

_ გრანტის მისაღებად განაცხადი ჩვენც შევიტანეთ და არც ვმალავ, რომ ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის დაფი ნანსება მივიღეთ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისგან გამოყო ფილი მილიონი ლარი ორ ორგანიზაციაზე განაწილდა, თანხის ძირითადი ნაწილი ჩვენმა ინსტიტუტმა მიიღო, დანარჩენი კი _ ნინო დარასელის ორგანიზაციამ, თუმცა არ ვიცი, ნინომ ეს ფული როგორ გადაანაწილა.

_ ის რვაასი ათასი, რომელიც თქვენ გერგოთ, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადაანაწილეთ და რა პრინ ციპით? ითქვა, გრანტი მხოლოდ იმ ადამიანებს მიეცით, რომ ლებიც წინა ხელისუფლების მხარდამჭერებად მიიჩნევიან.

_ ასე ვერ ვიტყოდი. დავით ტურაშვილს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში აგინა, პრეზიდენტის მიერ გამო ყოფილი მილიონიდან გრანტი მივეცით. საერთოდ, პრინციპით _ ვინც სააკაშვილის მომხრეა, ფულიც იმას უნდა მივცეთ, არ გვიხელმძღვანელია. გრანტი ისეთმა ორგანიზაციებმა მიიღეს, რომლებსაც კომისიის წევრები არც კი იცნობდნენ, თუმცა ვერც იმას დავმალავთ, რომ ეკა ტყეშელაშვილისა და ირაკლი ფორჩხიძის ორგანიზაციებიც დაფინანსდნენ. თუ საკითხს ასე დავსვამთ, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციაზე შეგვი ძლია ვთქვათ, რომ ფულის მისაღებად შეიქმნა, რადგან ყველა გრანტებზე მუშაობს. დიახ, ჩემი ორგანიზაციაც 20 წლის წინ, ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ სულაც არ მაქვს იმის განცდა, რომ პრეზიდენტის ფონდიდან ფულის მიღებით არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს, მომავალში, იგივე პრეცედენტის განმეორების საშუალება აღარ ექნება, თუმცა თუ ახალი პრეზიდენტიც გადაწყვეტს სამოქალაქო სექტორისთვის მილიონი ლარის გამოყოფას, შესაძლებლობის შემთხვევაში, თანხას მისგანაც დაუფიქრე ბლად მივიღებ. საერთოდ, არ მესმის, ფონდთან დაკავშირებით, ნეგატიური ტალღა რატომ აგორდა. პირადად მე, პრობლემას, რომ პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩენილმა მიხეილ სააკაშვილმა, ხელისუფლებიდან წასვლის წინ, რეალობას სხვა თვალით შეხედა და სამოქალაქო სექტორის დაფინანსება გადაწყვიტა, ვერ ვხედავ.

_ ბატონო გია, რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში არ სებობს პრეცედენტი, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუტი პრეზიდენტისგან ფინანსდება?

_ მსგავსი პრეცედენტი ბევრ სახელმწიფოში არაა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის მხარდასაჭერად, ერთჯერადი გრანტი გამოყო. იცით, რა?! _ კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მილიონი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი არა, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გამოეყო.

_ ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი მაგისტრანტ სტუდენტებს უცხოეთში სწავლას დაუფინან სებს. რატომ გაახსენდა პრეზიდენტს სტუდენტები ახლა?

_ როგორც ვიცი, პრეზიდენტი სტუდენტებს ადრეც აფინან სებდა, ახლა კი, უბრალოდ, ფორმულირება შეიცვალა. საზოგადოება ყოველთვის ამბობდა, სააკაშვილი ამას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში აკეთებსო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა დენის გადასახადი სამი თეთრით შეამცირა, წინასაარჩევნო რეჟიმშია და საზოგადოებას ატყუებს? რატომ არ ნერვიულობს საზოგადოება იმაზე, რომ პრემიერი აბსოლუტური ძალაუფლებისთვის იბრძვის? მმართველი გუნდი ყველა ხერხს მიმართავს, რათა სხვადასხვა სფეროში ნაციონალური მოძრაობის გავლენა გაანეიტრალოს, კერძოდ, თბილისის მერია, რომელზეც დიდი ხანია, შეტევები ხორციელდება, სასამართლო ხელისუფლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ,,რუსთავი 2’‘, რომლის ,,ოცნების’‘ ხელში მოქცევის პროცესი უკვე დაწყებულია.

_ ესე იგი, აღიარებთ, რომ ნაცმოძრაობას სასამართ ლოზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ,,რუსთავი 2’‘-ზე გავლენა ჰქონდა და ახლაც აქვს?

_ მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ივანიშვილს არ უნდა, ოპოზი ციას მასთან საპაექროდ რაიმე სახის ბერკეტი შერჩეს. იგივე ხდებოდა აგრარულ უნივერსიტეტშიც, როცა მას ავტორ იზაცია აბსოლუტურად პოლიტიკური ნიშნით გაუუქმეს. მაქვს ვარაუდი, რომ ამ საკითხით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, რადგან ფიქრობს, ჭკვიანი, ფულიანი და სტუდენტებში საკმაოდ დიდი რეიტინგის მქონე კახა ბენდუქიძე მმართველი გუნდისთვის საფრთხისშემცველია. მართალია, კახა ბენდუქიძე, ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, ერთი ღარიბი ბიჭია, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის იგი ყველაზე მდიდარი ფიგურაა, ამიტომაც ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილს კახა ბენდუქიძის განეიტრალების პირდაპირი დავალება მისცა.

_ ბატონო გია, დამეთანხმეთ, რომ ამ პროცესს პოლი ტიკური ელფერი თავად ნაციონალებმა მისცეს, როცა სტუდენტთა აქციაზე მივიდნენ...

_ ადრეც ასე არ ხდებოდა?! _ როცა ხელისუფლების წი ნააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, ოპოზიცია ცდილობს, ვითა რების ეპიცენტრში იყოს. ვფიქრობ, ყველა რექტორი მმართვე ლი გუნდის ან ოპოზიციის მომხრეა და ამაში არაბუნებრივს ვერაფერს ვხედავ. ყველა ადამიანს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება აქვს. ზოგადად, ოპოზიცია ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ასე აღიქვამს ნაციონალურ მოძრაო ბას. თუ ოპოზიციაში არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ჭკვიანიცაა, ფულიანიც და უნივერსიტეტიც აქვს, საფრთხედ აღიქმება. არ ვამბობ, რომ სტუდენტები პოლიტიკური იარაღი გახდნენ, უბრალოდ, ნათელია, თუ ახალგაზრდებს უნივერ სიტეტს დაუხურავ, საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ. პრემიერმა ვერ გაიაზრა, რომ სტუდენტები უკან არ დაიხევდ ნენ, ამიტომ იძულებული გახდა, გადაწყვეტილება შეეცვალა. არ მომერიდება იმის თქმას, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენით, განათლების სამინისტრომ თავისი გადაფურთხებული ალოკა, თუმცა თავისთავად, ფაქტი, რომ საკუთარი შეცდომის აღიარების უნარი მმართველ გუნდს აქვს, მისასალმებელია.

_ შეცდომის აღიარება კახა ბენდუქიძესაც მოუწია, როცა ავტორიზაციისთვის აუცილებელი პირობები დააკმაყო ფილა. გიორგი მარგველაშვილმა ისიც კი თქვა, ვულოცავ ბენდუქიძეს, კანონმორჩილი მოქალაქე გახდაო...

_ მარგველაშვილს თავის გასამართლებლად რაღაც ხომ უნდა ეთქვა? განათლების მინისტრი მხოლოდ პროცესების მსხვერპლი აღმოჩნდა, რადგან სხვის დავალებას ასრულებდა. ასეთი შეცდომების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის ტაქ ტიკა საკმაოდ გამართლებული მეჩვენება _ სააკაშვილის გუნდი ,,ქართულ ოცნებას’‘ დროს აძლევს, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, რეალურად, რა შესაძლებლობების მქონე ხელისუფლება აირჩია. ვფიქრობ, სააკაშვილი ბევრად ადრე, ორ ოქტომბერს დანებდა, როცა არჩევნები წააგო და ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს გადააბარა. ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა, რომ მარცხს მშვიდად შეხვდა და აჯანყება არ დაიწყო, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას რეალურად აქვს იმედი, ხელისუ ფლების პოპულარობა დიდხანს არ გაგრძელდება, ქვეყანაში ეკონომიკური და კრიმინოგენური ვითარება გაუარესდება, რაც უკვე სახეზეა და ამას ყველანი ვგრძნობთ.

_ ანუ ნაციონალური მოძრაობა დღეს ხელისუფლებას ოპონირებას კი არ უწევს, მხოლოდ ჩასაფრებულ პოზიცია შია და სხვა მხრივ, რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს?

_ ვფიქრობ, ნაცმოძრაობას სურვილი აქვს, საზოგადოე ბამ რაც შეიძლება მალე დაინახოს, რომ ,,ოცნებამ’‘ მოატყუა. ზოგადად, მმართველი გუნდისთვის ნებისმიერი ოპოზიციური ძალა საფრთხეა, რომელსაც ენა და შესაძლებლობა აქვს, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება გააკრიტიკოს. სხვათა შორის, იმ პირობებში, როცა უმრავლესობასა და უმცირესო ბას შორის კონსტიტუციურ ცვლილებებზე შეთანხმება მიღ წეულია, ,,ქართული ოცნება’‘ ბევრად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა _ ვეღარ მოიმიზეზებს მიხეილ სააკაშვილის გიჟურ გადაწყვეტილებებსა და მთავრობის დათხოვნის საფრთხეს, რაზეც რამდენიმე თვის განმავლობაში ყურადღების კონ ცენტრირებას ახდენდა. ნაციონალური მოძრაობის ხელში არსებული შესაძლო საფრთხე განეიტრალებულია და ახლა ,,ოცნებისგან’‘ დაპირებების შესრულებას ველოდებით.