სექსი ნორჩ მეძავებთან 140 კმ-ით მიმავალ ლიმუზინში: ბერეზოვსკის საიდუმლო ცხოვრება

სექსი ნორჩ მეძავებთან 140 კმ-ით მიმავალ ლიმუზინში: ბერეზოვსკის საიდუმლო ცხოვრება

”ბორის ბერეზოვსკის არაფრად უღირდა ფული, რომელსაც იგი ნორჩი სლავი ”ვარიკების” მოსკოვიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ლონდონში გადაფრენისათვის იხდიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღატაკად ქცეული მილიარდერი ბრიტანეთში ბობოქარი სექსუალური ცხოვრებით ტკბებოდა ” - წერს ბრიტანული ”დეილი მეილი” და აწ გარდაცვლილი რუსი ოლიგარქის ყოფილ მძღოლთან ოლიგარქის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

” საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ 12 წლის განმავლობაში ბერეზოვსკი ბრიტანეთში ერთობ კოლორიტულ და თავისებურ ცხოვრებას ეწეოდა - ნათქვამია სტატიაში - მაგრამ მისი ხასიათის უფრო ბნელი და ავხორცული შტრიხები მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ცნობილი. ”

”მაშინ როდესაც მძღოლები მაიბახის მარკის ბრონირებულ ლიმუზინს 140 კმ სიჩქარით მიაქროლებდნენ, ბერეზოვსკი უკანა სავარძელზე ახალგაზრდა გოგონებს ”ამუშავებდა” - წერს ბრიტანული გამოცემა - ერთხელ, ჰოტელ ლენსბროში საჩუქრად ვარდისფერ საბალეტო კაბაში გამოწყობილი 16 წლის გოგონა მოჰგვარეს. - აცხადებს ბერეზოვსკის ყოფილი მძღოლი ფილ პენდლბერი - ”ერთხელ კი, როდესაც რიგიდან ჩამოყვანილ გოგონას მასთან ყოფნა არ მოეწონა და უკან წასვლა მოისურვა, ბერეზოვსკი ამას მოჩვენებით დათანხმდა, მძღოლს კი უბრძანა, გოგონა განზრახ დაეგვიანებინა აეროპორტში და იმედგაცრუებული და გატეხილი უკანვე, სასტუმროში მოეყვანა, ბერეზოვსკიმ კი იგი საკუთარი, "ტრადიციული მეთოდებით დაამშვიდა.”

”ასეთი რამეები ხშირად ხდებოდა. ერთი და იმავე წყარო მას გამუდმებით ამარაგებდა ნორჩი გოგონებით. სინდისი მქენჯნიდა, როდესაც ვხედავდი როგორ ექცეოდნენ ამ გოგონებს, მით უმეტეს, რომ ჩემი ქალიშვილიც მათი ტოლი იყო ” - იხსენებს პენდლბერი.

"ბერეზოვსკი ექსცენტრულობით გამოირჩეოდა გზაზე უბრალოდ მგზავრობისასაც კი. მისი ლიმუზინის წინ ყოველთვის მიქროდა ორი მოტოციკლეტისტი, რომელთაც არასასურველი თანამგზავრებისაგან გზის ”გაწმენდა” ევალებოდათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამის გამო მისი აგარაკისკენ მიმავალ გზატკეცილზე ავარიები მომხდარა. - წერს გაზეთი - პენდლბერიმ ერთხელ პატრონს შეჰკადრა კიდეც - ქილერებზე მეტად, თქვენი მართვის სტილის უნდა გეშინოდეთო. ”

"იცოდა თუ არა ელენა გორბუნოვამ, რომელსაც ბერეზოვსკისთან 15 წლიანი ქორწინება აკავშირებდა, საკუთარი ქმრის ”უწყინარი” გასართობების შესახებ? როგორც ამბობენ, ბერეზოვსკი ტყავიდან ძვრებოდა, რათა მის მეუღლეს არაფერი შეეტყო ნორჩი მეძავებით მისი გატაცების შესახებ. - წერს ბრიტანული გამოცემა.