მოსკოვში გასულ შაბათ-კვირას დიდი ქურდული შეკრება გაიმართა, რომელსაც დაახლოებით თხუთმეტი "კანონიერი ქურდი" ესწრებოდა. აღნიშნული შეკრება, არსებული ინფორმაციით, დიდი ჩხუბით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "დედ ჰასანის" კლანის წევრმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ისეთებმა, როგორებიც არიან გელა და გიზო ქარდავები, მერაბ მზარელუა, როლანდ გეგეჭკორი, ტიმურ სვერდლოვსკი, მირონჩიკი, ვასია ვოსკრესი, დათო კრასნოდარსკი, მაცი სენაკსკი, გოგი პიტერსკი, ნიკა გაგრინსკი და სხვებმა სერიოზული საუბრისათვის, ამ ბოლო დროს მათთან ოპონირებაში მყოფი ედუარდ ასატრიანი დაიბარეს.
ის ამ კომპანიაში თავის ვაჟთან, სერგეისთან და მის ახლანდელ მეგობრებთან გურამ ჩიხლაძესთან და რომიკ ჯაფაროვთან ერთად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ჯაფაროვი ჯემო მიქელაძის უახლოეს თანამებრძოლად ითვლება და ის ისევე, როგორც მიქელაძე "დედ ჰასანის" კლანის წარმომადგენლების მიერ "კანონგარეშედ" არის გამოცხადებული.
ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ რომიკას გამოჩენამ შეკრებაზე "დედ ჰასანის" კლანის" წვერებზე ე.წ. წითელი ხელსახოცის ეფექტი მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ ორივე მხარის დაცვა კარს მიღმა დარჩა და ქურდებმა თავიანთი ურთიერთობა თავად გაარკვიეს.
ამას გარდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასატრიანსა და გელა ქარდავას შორის. თავდაპირველად ასატრიანმა ქარდავას ირონიულად ჰკითხა, ხომ არ გაიყინა ის? და გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მათი წინა შეხვედრის დროს გელა ქარდავა ისე გაიქცა რესტორნიდან, რომ მას გარდერობში პალტო დარჩა.
გელამ კი არ გადაუხვია რა "მთავარ თემას" ედიკს უსაყვედურა თუ რატომ ურთიერთობდა ის რომიკთან ისე, როგორც მის თანასწორთან, რომელიც "დედ ჰასანის" კლანის წევრთა აზრით "კანონიერი ქურდი" არ არის. ამას გარდა, სერიოჟასა და გურამს უსაყვედურეს გოგის ცემა. ამას გარდა გურამმა გელა ქარდავას მამის, კვეჟოს მკვლელობაში გარკვევა ურჩია. ამის შემდეგ ჩხუბი დაიწყო. ვინაიდან ძალები არათანაბარი იყო, ასატრიანი და მისი თანმხლებნი ძლიერ დაშავდნენ. ცნობილია ასევე ის, რომ ცემის დროს ასატრიანი გონებას კარგავდა, თუმცა მალევე დგებოდა ფეხზე და მორიგი დარტყმებიგან მას კვლავ გონი ეკარგებოდა. ჩხუბში მონაწილეობა მხოლოდ ვასია ვოსკრესს არ მიუღია. ყველაფერი კი ღამის სამ საათზე დასრულდა.
უკვე ცნობილია, რომ ქარდავა და მისი "გვარდიის" საქციელს არ aმართლებენ არც თბილისური, არც სოხუმური და არც ქუთაისური ქურდული კლანები. მათ ასატრიანის მხარე დაიკავეს. ასევე ცნობილია, რომ საზღვაგარეთ მყოფმა "კანონიერმა ქურდებმა" ასატრიანის საქციელი ღირსეულად მიიჩნიეს, ხოლო მისი ცემა არაღირსეულად და ამიტომაც ყველას ვინც მასზე ხელი ასწია პასუხს მოსთხოვენ.