სომეხი ექსპერტი-კრიმინოლოგი სერგეი გალოიანი "დედ ჰასანის" შესახებ წიგნის გამოცემას აპირებს. როგორც გალოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, წიგნი უკვე მზადაა და ახლა გამოსაცემად სპონსორის მოძებნაა საჭირო.
ექსპერტის თქმით, უსოიანის მკვლელობის შემდეგ დაჯგუფებებს შორის დაწყებულ გარჩევებს 125 ადამიანი ემსხვერპლა. მისივე განცხადებით, ახლა ამ ამბის გარშემო სიჩუმეა, რომელიც დაახლოებით ივნისამდე გაგრძელდება. სექტემბრამდე უკვე გადაწყდება, ვინ დაიკავებს უსოიანის ადგილს. როგორც ავტორი მიიჩნევს, მთავარი პრეტენდენტი
გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის ადგილზე ზახარ კალაშოვია, რომელიც მალე ესპანეთის ციხიდან გამოვა.
პრეტენზიები წამოაყენა არმენ კაზარიანმაც, თუმცა ექსპერტის აზრით, მას კრიმინალურ სამყაროში "შესაბამისი წონა" არ გააჩნია.
სერგეი გალოიანის წიგნში საუბარია არა მხოლოდ "დედ ჰასანზე", არამედ უამრავ სხვა კანონიერ ქურდზე.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.