„ოპოზიცია პომპეოს ჩამოსვლას ელოდება და იმედი აქვს, რომ ის ივანიშვილს თითს დაუქნევს, მაგრამ ეს არ მოხდება“

„ოპოზიცია პომპეოს ჩამოსვლას ელოდება და იმედი აქვს, რომ ის ივანიშვილს თითს დაუქნევს, მაგრამ ეს არ მოხდება“

ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკების პარალელულად, „ლელოს“ ოფისში ცალკე შეკრებას მართავს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება. მისივე თქმით, ოპოზიციაში ცხარე კამათი აბსოლუტურად ჩვეულებრივია.

„ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება, რაც არ უნდა ცხარე კამათი იყოს. ცხარე კამათი აბსოლუტურად ჩვეულებრივია. ჩვენ ამას არ ვმალავთ და ეს საჯაროდ ხდება. ხშირად ეს დამაბნეველია ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, მაგრამ ამასაც უნდა შევეჩვიოთ. არის განსხვავებები, აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშრებითაც, მაგრამ მენდეთ, ეს ჯობია, ვიდრე ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს - შიგნით დაპირისპირებას თავ-პირის მტვრევით, შემდეგ უცბათ, მეგობრობას ეძახის ხოლმე“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

თავად ექს-პრეზიდენტი კი, „ფეისბუქ ლაივის“ ჩართვისას აცხადებს, რომ საქართველო გიჟივით ენატრება, ჩამოსვლაც შეუძლია და ქვეყნისთვის თავის გაწირვაც.

„მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე - ზვიად გამსახურდია. რა გინდათ, კი ბატონო - ჩამოვალ შევწირავ თავს, „ოქეი“, მაგრამ ხელი თუ არ გავანძირეთ ყველამ, ჩვენ საერთო გამარჯვება გვინდა, რა თქმა უნდა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მათ შორის თავის შეწირვისთვის, მაგრამ თქვენ რა გინდათ? - გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა ზვარაკად, კიდევ ერთი პრეზიდენტის, საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებულის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ, მართლა, ეს ასეა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ ჩართვისას.

სააკაშილის დაბრუნებას მიესალმება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძეც. აღნიშნულ საკითხზე ის ოპოზიციის წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერშიც კი დაუპირისპირდა.

„2012 წელს, ეგზიტპოლი რამდენიმე წუთის გამოცხადებული იყო და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ვერდიქტი და ბიძინა ივანიშვილო, შენ ვინ მიგდიხარ, რომ არ მიიღო ეს ვერდიქტი. მიხეილ სააკაშვილს კოჭებამდეც ვერ მოწვდები. მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მართალია შორს არის, მაგრამ მასთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. მიშას პატივისცემა თითოეული თქვენგანის პატივისცემაა და არავის არაფერი შეეშალოს“, - განაცხადა ბარამიძემ.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძემ for.ge-თან საუბრისას განცხადა, ივანიშვილი-სააკაშვილის „ომიდან“ გამარჯვებული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოვა.

„სააკაშვილ-ივანიშვილის ომში“ გამარჯვებას ივანიშვილი მოიპოვებს. სააკაშვილს რევოლუციის მოწყობა უნდა და ესეც არ შეუძლია. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ექს-პრეზიდენტი რომ არ იყოს, ოპოზიციას ძალა არ ექნებოდა. ვნახეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილმა და მისმა პარტიამ 27% აიღო. შესაბამისად, ოპოზიციას თუ დღეს რამე წონა აქვს, აქვს სააკაშვილის წყალობით. იმ ოპოზიციისთვის კი, ვისთვისაც დღეს მესამე პრეზიდენტის განცხადებები მიუღებელია, ჯამში 15%-ს აიღებს“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

პოლიტოლოგისთვის დღეს რთულია გააკეთოს პროგნოზი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების ფონზე, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის გადაბირებას.

„მართველი გუნდი ვის გადაიბირებს ვერ გეტყვით. მარჩიელი ხომ არ ვარ“.

თუმცა, პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ივანიშვილს თითს დაუქნევს.

„ოპოზიცია პომპეოს ჩამოსვლას ელოდება და იმედი აქვს, რომ ის ივანიშვილს თითს დაუქნევს, მაგრამ ეს არ მოხდება. როგორც მე ვიცი, მაიკ პომპეო ჩამოდის რეგიონში უსაფრთხოების საკითხზე. გაერთიანებული ოპოზიცია კი პომპეოს ელოდება და შეიძლება არჩევნების მეორე ტურისთვის გეგმები შეცვალონ და არ გამოვრიცხავ, რომ მონაწილეობაც კი მიიღონ. რა თქმა უნდა, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავ“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

 

 

გივი პომპეოს სიტყვას ეხლა იგივე ფასი აქვს, მე რომ მკვდარი მამის ფოტოს შევხედო და რომელიმე მისი გაბრაზება გავიხსენო. ჯერ ცოცხალი რო იყო მაშინ არ ვუჯერებდი და 20 წელი მკვდარია ცხონებული. ვიღას უნდა თუძმახარ ფლეგმა პომპეო და მისი კომიკი ხაზეინი. ერთი უკრაინის კომიკოსიც მოცილდეს ნეტა, დღეს იანუკოვიჩს მოუხსნე წინასწარი პატიმრობა. ერთი სანდოა გამარჯვება მოლდოვიდან, სხვაგან სუ პუტინის ლაქიებია. პოლიტოლოგების და ექსპერტების ანანიზმმა კიდე ხო შეგვიკლა რა. სიმართლეს კი არ იძახიან, გრანტების დამფინანსებლებისგან რა მეილებიც მოსდით გასაჟღერებლად, იმას გვიყვებიან.
3 წლის უკან