საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წინ უსწრებს მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებში, რომელიც მცირე პარტიებსაც აძლევს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შესაძლებლობას, - ამის შესახებ, Bloomberg-ი წერს.
სტატიის ავტორის თქმით, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 50 პარტია და საარჩევნო ბლოკი - იბრძვის 150 ადგილისთვის, რადგან პარლამენტში შესვლის ბარიერი ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტამდეა დაწეული.
,,2012 წლის მსგავსად, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკმა“ გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა - ივანიშვილმა - თავისი პარტია სააკაშვილის დასამარცხებლად შექმნა, რომელიც დევნილობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა მთავრობამ ის ძალაუფლების გადამეტებაში დაადანაშაულა“ , - წერს „ბლუმბერგი“.
როგორც ავტორი აცხადებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მობილური ჯფუფების ორგანიზება მოახერხა იმ ამომრჩევლების დასახმარებლად, რომლებიც იზოლაციიდან მისცემენ ხმას.
,,ეპიდემია გავლენას არ იქონიებს საარჩევნო ოლქებში ხალხის მისვლის მაჩვენებლებზე“, - „წერს ბლუმბერგი“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.