უკრაინული ორგანიზაცია KYIVPRIDE – „კიევ პრაიდი“, რომელიც ქვეყანაში LGBTQI+ საკითხებზე მუშაობს, ივნისში ორ მარშს აანონსებს. ორგანიზაცია მანიფესტს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება, რომ გამარჯვების შემდეგ გადაიდოს. მანიფესტში საქართველოც არის ნახსენები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატია მთელ მსოფლიოში თავდასხმის ქვეშაა. შეერთებული შტატების, უნგრეთის და საქართველოს მაგალითები აჩვენებს, რომ LGBTQI+ უფლებებზე თავდასხმა ხშირად პირველი ნაბიჯია ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უფრო ფართო შეზღუდვისკენ”, - ნათქვამია მანიფესტში.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ იმავდროულად, როდესაც უკრაინის ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავისუფლებისთვის იბრძვიან, „ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას - ქვეყანას, სადაც ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები“.
„კიევ პრაიდი“ აცხადებს, რომ ქუჩაში გამოდის LGBTQ+ ადამიანების დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის მიღების მოთხოვნით, რამდენადაც ადამიანის უფლებების დაცვა ევროინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია.
„მხოლოდ ერთად შეგვიძლია ყველა ფრონტზე გაძლება და გამარჯვება. 7 ივნისს გაიმართება საქველმოქმედო ფესტივალი „კიევ პრაიდი“, რომლის დროსაც ჩვენ შევაგროვებთ შემოწირულობებს ჩვენი დამცველებისთვის. 14 ივნისს ჩვენ გავმართავთ „მარშს კიევ პრაიდი 2025”, - წერს ორგანიზაცია.
ბოო!