დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის პირველ ა კორპუსის მიმდებარედ, ბმა პროექტების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელი იცვლება, რისთვისაც 102 309 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულების შემდგომ, გამგეობა ასფალტის საფარის მოწესრიგებასაც უზრუნველყოფს.