ინფლაცია მაღლა მიიწევს, ეროვნული ბანკი მიდგომას ვეღარ შეამსუბუქებს

ინფლაცია მაღლა მიიწევს, ეროვნული ბანკი მიდგომას ვეღარ შეამსუბუქებს

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობს. წლის დარჩენილ პერიოდში ამჟამინდელზე უფრო მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მკაცრ მიდგომას შეინარჩუნებს. ფინანსიტებიც ამჯერად სებ-ის პოზიციას სრულიად იზიარებენ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განავეთი კვლავ 8%-ზე დატოვა. სებ- წელს 3.8%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკა წლის განმავლობაში მკაცრი იქნება. ფასების ზრდის უფრო მაღალ ტემპს მოელიან ანალიტიკური ორგანიზაციები და ეკონომისტები.

როგორც გალტ ენდ თაგარტის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ფასების ზრდის დონე 4-5%-მდე დაჩქარდება.

ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დარჩებოდა 7 მაისის სხდომაზე და ასევე ჩვენი პროგნოზია, რომ მთელი წლის განმავლობაში ის უცვლელი - 8%-ის დონეზე შენარჩუნდება. ამის არგუმენტი ისაა, რომ წელს ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღალი იქნება - დაახლოებით 3.7%. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ინფლაცია მაინც დაბალ ნიშნულზეა, მომდევნო თვეებში ის უნდა გაიზარდოს და მესამე კვარტალში ველოდებით, რომ მისი მაჩვენებელი 4-5%-ის ფარგლებში იქნება.

აქ რამდენიმე ფაქტორია საყურადღებო. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ადგილობრივი ინფლაცია მატებაშია, მათ შორის, მარტიდან ხორბლის პური გაძვირდა. საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასებიც მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი ჩვენც გადმოგვეცემა, თუმცა მას გარკვეულწილად ანეიტრალებს ის, რომ დოლარი შესუსტებულია და ამ ფაქტორის გამო ლარი გამყარებულია“, - განაცხადა ბიზნეს მედიასთან ქავთარაძემ და დასძინა, რომ 2026 წლისთვის ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება, რაც სებ- საშუალებას მისცემს, რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს.

როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ განაცხადა, ეროვნული ბანკის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წლის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი, თანატოლია.

ვერ დავინახეთ, რომ სებ- რაიმე გადაწყვეტილებას გაზრდის ან შემცირების მიმართულებით წლის პირველ ნახევარში მიიღებს. ამ ეტაპზე საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას არ ვპროგნოზირებთ. ინფლაცია 3.4%-ია მიმდინარე ეტაპზე და თავად ეროვნული ბანკი 3.8%-მდე ელოდება წლიურ მაჩვენებელს. აქ გავიხსენებ სავალუტო ფონდის პროგნოზს, რომელიც 3.6%-იან ინფლაციას და 6%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, - განაცხადა დავით რუსიამ.

ანალიტიკოსი, კაპიტალის ბაზრის ექსპერტი, მარინა გულედანი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა, მოსალოდნელი იყო. დღესდღეობით ცენტრალურ ბანკს ფასების ზრდის წნეხის გამო მისი შემცირების შესაძლებლობა არა აქვს.

არც არავის გაუკვირდა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იგივე დარჩა. იმ პირობებში, რაც საქართველოშია სასურველი იქნებოდა, ეს განაკვეთი ჩამოიწიოს, მაგრამ ჩვენ იმპორტირებული ინფლაციის წნეხი გვაქვს და ეროვნულ ბანკს ეს ფუფუნება არა აქვს, რომ განაკვეთი ჩამოწიოს.

გაურკვევლობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი მუდმივად მზად უნდა იყოს, გარე გავლენებსაც გაუმკლავდეს და მონეტარულ პოლიტიკაში გამოხატოს ის პოზიცია, რომელიც ფინანსურ და ფასების სტაბილურობას მიაღწევს. ეკონომიკას სჭირდება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, მაგრამ ინფლაციური წნეხის არსებობის პირობებში ამის შესაძლებლობა სებ- არა აქვს, რადგან მას ანუ ინფლაციის ეშინია. ასეთ შემთხვევაში სხვა რაღაც უფრო მეტად დაზარალდება, - განაცხადა გულედანმა.