ჩვენ მოვახდინეთ იმ 32 ორგანიზაციის იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ ან მასთან დაკავშირებულ პარტიებს და ცდილობენ, თავი დამოუკიდებელ ორგანიზაციებად წარმოაჩინონ, რაც უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს ამ ორგანიზაციების ლუსტრაცია, ვინაიდან როდესაც, მაგალითად, ორგანიზაცია „2020“ თავს წარმოაჩენს დამოუკიდებელ მიუკერძოებელ დამკვირვებლად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ განშტოება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ მოვახდინეთ იმ 32 ორგანიზაციის იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ ან მასთან დაკავშირებულ პარტიებს და ცდილობენ, თავი დამოუკიდებელ ორგანიზაციებად წარმოაჩინონ, რაც უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს ამ ორგანიზაციების ლუსტრაცია, ვინაიდან როდესაც, მაგალითად, ორგანიზაცია „2020“ თავს წარმოაჩენს დამოუკიდებელ მიუკერძოებელ დამკვირვებლად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ განშტოება. მთავარია, რომ ამის შესახებ უკვე იცის საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა. შეგვიძლია პირდაპირ გავყვეთ თითოეულ ორგანიზაციას და ვნახოთ, სადმე თუ ფიქსირდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ 32 შემთხვევა, სადაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები, მაგალითად, შაშკინი, ხაბაზი, ხაბეიშვილი ბორდების შემადგენლობაში ფიგურირებენ“, - განაცხადა კობახიძემ.