გიორგი გახარია:

გიორგი გახარია: "ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში უკვე ამოქმედდება"

"ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში უკვე ამოქმედდება" - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე ვრცელდება

"როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება:

  1. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება - 200 კვტ. სთ-მდე - 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს.
  2. წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება.
  3. გაზის საფასურის ანაზღაურება - 200 მ3-მდე - 650 ათას ოჯახს.
  • სურვილის შემთხვევაში მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დახმარებაზე თქვას უარი.
  • გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ".