ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს თამამად შეუძლია, მივიდეს და უსაფრთხოდ გააკეთოს თავისი არჩევანი

ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს თამამად შეუძლია, მივიდეს და უსაფრთხოდ გააკეთოს თავისი არჩევანი

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, ცესკო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდნენ იმაზე, თუ რა გარემოში უნდა დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს გადაწყვეტილება და ყველანაირი ნორმის დაცვით მივიდეს არჩევნებზე. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, ცესკო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური მუშაობდნენ იმაზე, თუ რა გარემოში უნდა დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი საქართველოს მოსახლეობას. ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს თამამად შეუძლია, მივიდეს და უსაფრთხოდ გააკეთოს თავისი არჩევანი, რაც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ტიკარაძემ.