უგულავა კობახიძის განცხადებაზე  ეს „ქართული ოცნების

უგულავა კობახიძის განცხადებაზე  ეს „ქართული ოცნების" კრუნჩხვებია, რადგან არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან

ეს „ქართული ოცნების" კრუნჩხვებია, რადგან არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან და ამ სრულიად ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, „ლოქდაუნის", ქვეყნის კვლავ ჩაკიტვის საწინააღმდეგოდ ზღაპარი, სისულელე და ბოდვა მოიგონეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა.

მისივე თქმით, კობახიძის განცხადებები იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობაა, რასაც „ქართული ოცნება" ორშაბათს, „ლოქდაუნის" სახით აპირებს, რომელიც არა ჯანდაცვაზე ზრუნვას, არამედ კიდევ უფრო მეტად, ეკონომიკის მოსპობას ემსახურება.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ" „ქართული ოცნების", ივანიშვილისა და გახარიას სრულიად ანტისახელმწიფოებრივი და არადამიანური გეგმა გავასაჯაროვეთ, ორშაბათიდან ისინი „ლოქდაუნს" აპირებენ, ანუ ქვეყნის კვლავ ჩაკეტვას, ვითომ ჩვენ ჯანდაცვაზე ზრუნვით და კიდევ უფრო მეტად ეკონომიკის მოსპობას, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი ის გასაჭირია, რაც „ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებზე უდგას, რომ მეორე ტურში მანიპულაცია მოახდინოს. ამის შემდეგ ეს შეშინებული, შლეგი და ღლაპი ბავშვი კობახიძე გამოდის და მათ შტაბში მოგონილ სრულ სიცრუესა და ბოდვას იწყებს.

„ევროპულ საქართველოს" IPM-თან არანაირი კვლევა არ დაუკვეთია. ეს კობახიძისა და სუს-ის და შეშინებული „ქართული ოცნების" კრუნჩხვებია, ისინი არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან და ამ სრულიად ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, „ლოქდაუნის" საწინააღმდეგოდ ზღაპარი, სისულელე და ბოდვა მოიგონეს იმისთვის, რომ შემდეგ, მათი პროპაგანდისტული მანქანით საზოგადოების ყურადღება იმ რეალური პრობლემიდან გადაიტანონ, რის შექმნასაც ისინი ქვეყანაში აპირებენ", - განაცხადა უგულავამ.