ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების დღემდეც, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ვალდებულების შესახებ.
„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების დღემდეც. არჩევნების დღემდეც უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი საარჩევნო გარემო პროვოკაციებისგან. საარჩევნო გარემო უნდა იყოს მშვიდი და მშვიდობიანი. ეს გზავნილი ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა“, - აცხადებს კობახიძე.
კელი დეგნანის განცხადებით, როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო ან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, მან ვალდებულება აიღო, დაიცვას ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.