ალექსანდრე მიშველიძე: ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურობაზე საკუთარი სატელიტი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეშვეობით ისაუბრებს

ალექსანდრე მიშველიძე: ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურობაზე საკუთარი სატელიტი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეშვეობით ისაუბრებს

„ოპოზიციისთვის სრულიად უიმედო მდგომარეობის ფონზე, როდესაც ჯამში, მათ რეიტინგს, ბევრად აღემატება “ქართული ოცნების” მხარდაჭერა, ერთადერთი გამოსავალი არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობაა.“- განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ალექსანდრე მიშველიძემ.

„სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ,  “ქართული ოცნების” უპირობო გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე. ოპოზიციური სატელევიზიო  არხების მეტწილად გაყალბებულ კვლევებშიც კი მმართველი პარტია უპირობო ლიდერია. მათთვის პარადოქსულია  და უკრაინული IPSOS-ის კვლევებითაც,   “ქართული ოცნების” რეიტინგი,  1,5 წლის ინტერვალით,  11 პროცენტამდე გაიზარდა.

ოპოზიციისთვის სრულიად უიმედო მდგომარეობის ფონზე, როდესაც ჯამში, მათ რეიტინგს, ბევრად აღემატება “ქართული ოცნების” მხარდაჭერა, ერთადერთი გამოსავალი არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობაა. აღნიშნულისთვის ნიადაგი დიდი ხანია მზადდება და ირკვევა, რომ 32 სადამკვირვებლო ორგანიზაცია პირდაპირ არის  დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, კერძოდ, 30 – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და მისი წიაღიდან წამოსულ “ევროპულ საქართველოსთან”, ასევე, “სტრატეგია აღმაშენებელთან”, 2 ორგანიზაცია კი “პატრიოტთა ალიანსის” პირდაპირი სატელიტია.  აღნიშნული ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ თავს მიუკერძოებელ დამკვირვებლებად ასაღებენ, რა თქმა უნდა, გააპროტესტებენ არჩევნებზე დამდგარ მათთვის არასასურველ შედეგს, მაგრამ მოუწევთ გაიხსენონ ეუთო/ODIHR-ის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელს წარმოადგენს.

ამჟამად, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები ცვლიან გამგეობის წევრებს, მაგრამ მათი დამფუძნებლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მინისტრები, პარლამენტის ყოფილი თუ მოქმედი  წევრები, ყოფილი მაღალჩინოსნები, ამჟამინდელი მაჟორიტარობის კანდიდატები და მათი ოჯახების წევრები არიან.“- განაცხადა მიშველიძემ.

მისი თქმით,  სრულიად ნათელია, რომ მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის სანდო ვერ იქნება.

„აღნიშნულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ გამოცდილება წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე, როდესაც ისინი წარმოადგენდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განშტოებებს და ცდილობდნენ ჩაეფარცხათ და დაემალათ გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების ფაქტები, რომლებსაც ეუთო/ODIHR-ის დასკვნების საფუძველზე ადგილი ჰქონდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან,  ყველა არჩევნებზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, როდესაც ტოტალური გაყალბების პირობებში, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა. მართალია, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა სახელწოდებები და გამგეობის წევრები შეიცვალეს, მაგრამ მათი იდეოლოგია უცვლელი დარჩა.  ეუთო/ODIHR-ისთვის უკვე ცნობილია ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების კავშირი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და მათი მცდელობა არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობაზე გათვალისწინებული ვერ იქნება.“- აცხადებს მიშველიძე.