იმედისმომცემი არაფერია - ტურიზმის გაცოცხლების არანაირი ნიშნაწყალი არ ჩანს

იმედისმომცემი არაფერია - ტურიზმის გაცოცხლების არანაირი ნიშნაწყალი არ ჩანს

რასაკვირველია, კორონავირუსის გამო ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმმა მიიღო და მისი გაცოცხლების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები და კერძო სექტორი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ეძებენ გამოსავალს, ამ ეტაპზე საიმედო არაფერია. თანდათან ეჭვქვეშ დგება ზაფხულის სეზონის ნაწილობრივ გადარჩენის საკითხიც.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია რამე კონკრეტული თარიღი, როდიდან შეძლებენ სტუმრების მიღებას. შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და სხვა ტურისტული მიმართულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი ზარალი მიაყენა. ახლა, ტურიზმის სექტორისათვის, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, რამდენხანს გაგრძელდება ჩაკეტილ საზღვრებში ცხოვრება და დაახლოებით რა წილით შეუძლია შიდა ტურიზმს ზარალის შემსუბუქება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, რა რესურსი დარჩებათ ადამიანებს მოგზაურობისა და დასვენებისათვის.

შეხვედრის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. მისი ინფორმაციით, ონლაინ დისკუსიაში გიდები, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის ტურიზმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის დახმარების პაკეტის განახლებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა ტურიზმის სექტორისგან, თუ რა სჭირდებათ მათ, რათა განაგრძონ ტურიზმის სექტორში მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საინტერესო წინადადება, რომელიც დაგვეხმარება ეფექტური და მიზნობრივი დახმარების ფორმირებაში.

ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, რათა მათ არ დაკარგონ სამუშაო ადგილები და შესაბამისად, შემოსავლის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რათა განაგრძონ ოპერირება და ადამიანების დასაქმება“ , - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მთავრობის წევრთა შემართებას სრულებით არ იზიარებენ ისინი, ვისაც გლობალურმა პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მოლოდინი ცალსახად პესიმისტურია და ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი კონკრეტული თარიღი საიდანაც საქართველოს ცა გაიხსნება.

„მეც ვესწრებოდი შეხვედრას და პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ მოლოდინი პესიმისტურია. ჩვენ სასტუმროების გახსნა შეგვიძლია 6 ივლისის შემდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გავხსნით, რადგან იქამდე აუცილებელია აღდგეს მიმოსვლა. შემდეგი წლის მაისამდე ჩვენს ბიზნესში, მოგების ნახვა შეუძლებელი იქნება.

სამწუხაროა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი, არაფერ კონკრეტულზე. არც დროზე, არც იმაზე ჯერ რომელი საზღვრები შეიძლება გაიხსნას ან ა.შ. დღეს ყველაფერი მაინც ჯანდაცვაზეა დამოკიდებული და როგორი იქნება ეპიდემიის მასშტაბები“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

Maverick დედამიწაზე სრული საგანგებო მდგომარეობის, პანდემიის, სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის დროს საქართველოში ტურისტების შემოდინების, ქვეყანაში მოწვევის, ან ტურიზმის სტიმულირების(?!) გეგმის "შემუშავება" და "განხორციელება" წყალის ნაყვაა და სხვა არაფერი!... და თანაც პოპულიზმი!

საქართველო როგორი სამოთხეც არ უნდა იყოს დედამიწაზე, ვერავინ ჩამოვა, ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა ყველა სახელმწიფოს ნდომა საზღვრების გახსნის საკითხთან დაკავშირებით!
3 წლის უკან
ხიროხიტო ჰო მავერიკ, ესენი სხვა განზომილებაში ცხოვრობენ და იმ განზომილებას ოცნება ჰქვია
3 წლის უკან
trampi ტატო ჯახია: ,,ეს არ არის მკვლელი ვირუსი, როგორც ,,გვაბოლებდნენ”
25 აპრილი, 2020 10:54სოციალური მედია
ტატო ჯახია: ,,ეს არ არის მკვლელი ვირუსი, როგორც ,,გვაბოლებდნენ"ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ჯახია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი არ არის მკვლელი და და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს და მკაცრი შეზღუდვების აზრს ვერ ხედავს.

„​მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ექიმი, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს, იმას რომ:

1. ოჯახის წევრებს ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ _ 3-ზე მეტ ადამიანს;
2. ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად;
3. ჩაკეტილ ქალაქებთან;
4. თერმოსკრინინგთან;
5. კომენდანტის საათთან;
6. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან;
7. ჩაკეტილ ქალაქებთან, სამხედროების დგომასთან;
8. კარზე ან ბორბალზე 5 მლ რაღაც ხსნარის მისხმასთან;
9. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვასთან.

სამაგიეროდ, ეს ზომები ქმნის არაადამიანურ პირობებს ცხოვრებისთვის, აღატაკებს ხალხს და გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს. ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას კატასტროფულ ზიანს აყენებს. ეს კატასტროფული ზიანი წაიღებს ბევრ სიცოცხლეს, ბევრის სიცოცხლის ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.

კორონავირუსის შესახებ:
1. ეს არ არის მკვლელი ვირუსი;
2. არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები, რასაც WHO „გვაბოლებდა“ და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მასშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელ მსოფლიოში.

გამოსავალი:

უნდა გაუქმდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა. ადამიანებმა უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის პირობებში, რომ შანსი დავიტოვოთ, გადავურჩეთ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს. მთავრობის ნამდვილი დახმარება იქნება, თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და აიპს, შეამცირებენ ბიუჯეტს და არა ის შოუები, რასაც ახლა გვიდგამენ, რომელშიც, სხვათა შორის, ჩვენს ფულს ხარჯავენ (ბიუჯეტი).

ძალიან გთხოვთ, ყველა დაფიქრდით ამაზე, სანამ შეუქცევად უბედურებას მივიღებთ!“ – წერს ტატო ჯახია.
3 წლის უკან
ლაზი როცა "კარზე ან ბორბალზე 5 მლ რაღაც ხსნარის მისხმა"-ზეა საუბარი, ეს პროცესი მართლა უბადრუკად გამიყურება მაგრამ ევროპაში და ამერიკაში იმ ხალხის სიკვდილი დადგმული სპექტაკლია?
საქართველოს გაუმართლა, ვირუსი ტურისტულ სეზონს რომ არ დაემთხვა თორემ, წარმოდგენაც არ გვაქვს რა სიკვდილის კალო დატრიალდებოდა.
ახლა თუ ვინმე წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ფიქრობს, უბრალოდ რეალობას აცდენილია. განსაკუთრებით მოწყვლადია (მყიფეა, არასტაბილურია) გართობაზე ორიეტირებული (საპლიაჟო, სათხილამურო) ტურიზმი.
საზოგადოდ ტურიზმი კარგია მაგრამ, მაგრამ მას მხოლოდ დესერტის როლი აქვს, ნოყიერ სუფრაზე.
ატლანტის ოკეანის სამოთხედ წოდებული კუნძულები ტურისტებით იყო სავსე, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა როგორ "სამოთხეში" ცხოვრობს ესეც ცნობილია. ტურიზმი, ეს არის დესერტი, ცარიელ სუფრაზე
ისე ნამდვილად მეგონა, რომ ტურიზმის სფეროში 40000-ზე მეტი იყო დასაქმებული, ბევრი ვერაფერი ყოფილა იმასთან შედარებით რაც ამ სფეროსათვის კეთდება და იხარჯება. არც სხვა დარგებზე ექნება ამ სფეროს დიდი განმავითარებელი გავლენა, რადგან იმ ძირითადად იმპორტირებული პროდუქტებით კვებავენ, რაც კიდევ უფრო ზრდის საგარეო ვაჭრობის უარყოფით სალდოს,
დროა, თავი დავანებოთ იოლი გზით ფუფუნებაში ცხოვრებაზე ილუზიურ ოცნებას და საქმეს მივხედოთ.
მთელი რესურსები მატერიალური წარმოების სფეროს განვითარებაზე უნდა იქნას მიმართული.
არსებულ ტურისტულ რესურსებს ბაზარი დროთა განმავლობაში როგორმე შეიწოვს, მაგრამ ამ სფეროს კიდევ გაფართოებაზე ზრუნვა დიდი სისულელე იქნება.
3 წლის უკან
Maverick ტურიზმზის იმედად ყოფნა, მისი გადაქცევა ძირითად თუ არა ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროდ არარენტაბელურია, თუ არ არის გათვალისწინებული ფორს მაჟორული შემთხვევები!
თუ ტურიზმის იმედად მყოფ ქვეყანაში არ არის განვითარებული საშუალო ბიზნესი, მრეწველობა და რაც მთავარია, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის აუცილებელი, სრულად უზრუნველყოფილი და პროდუაქტიული აგრარული მეურნეობა, ქვეყანა არა მარტო ჩვენი, არამედ სხვებიც თვითგანადგურების გზას ადგას!...
3 წლის უკან